ჩვენ ვესაუბრეთ ამ ბავშვების დედას - ნინო ბექიშვილს და ვთხოვეთ გაეზიარებინა მისი ოჯახის სატკივარი:
- მოგვიყევით თქვენი ოჯახის შესახებ, როგორ აღმოჩნდით ასეთ სავალალო მდგომარეობაში?
ნინო: ქმარმა 2 წლის წინ მიგვატოვა და მას შემდეგ არც გამოჩენილა. ძალიან მიჭირს ბავშვების მოვლა, ვერ ვუმკლავდები უამრავ პრობლემას. ხშირად საჭმელი არ გვყოფნის, ხანდახან კი - ვშიმშილობთ. ბავშვებს არ აქვთ განვითარების ნორმალური პირობები და გული მიკვდება, როდესაც მათ მომავალზე ვფიქრობ.
-როგორია თქვენი შემოსავალი?
ნინო: სოციალურ შემწეობას ვიღებთ, რომელსაც პროდუქტებზე ვხარჯავთ. ამას ემატება კომუნალური გადასახადები და რაიმე საჭირო ნივთის საყიდლად ფული არ გვრჩება. მაგალითად, ბავშვები ერთ საწოლზე წვანან. ჩვენ არც ტელევიზორი გვაქვს და არც მაცივარი, არც გამათბობელი და არც თეთრეული.
- სახლი, სადაც თქვენ ცხოვრობთ, თქვენი საკუთარია?
ნინო: ამ ნახევრად დაუმთავრებელ სახლში ჩვენი მხოლოდ 2 ოთახია. აქ საშინელი საცხოვრებელი პირობებია: ირგვლივ ნესტის სუნი დგას, სახურავიდან წვიმა ჩამოდის, კედლებზე ობი გაჩნდა...
-დახმარებისთვის მიმართეთ ხელისუფლებას ან თქვენი საარჩევნო ოლქის დეპუტატს?
ნინო: გამგეობას მივმართე და მივაღწიე იმას, რომ წელიწადში 4-ჯერ 200 ლარს მაძლევენ ფინანსურ დახმარებას. სარეცხი მანქანა სოციალური მომსახურების სააგენტომ შეისყიდა ჩვენთვის... რაც შეეხება დეპუტატს, მისთვის არ მიმიმართავს თხოვნით. რა, განა შეიძლება?
- რა თქმა უნდა. დეპუტატი ვალდებულია, რომ იზრუნოს ამომრჩეველთა კეთილდღეობაზე.
-ნინო, რაზე ოცნებობთ?
ნინო: მე ვოცნებობ ჩემი შვილების კარგად ყოფნაზე! ღმერთს ვეხვეწები, რომ გავუძლოთ ამ სიდუხჭირეს და ჩვენც გვქონდეს ნორმალური ცხოვრება!
-ბავშვებო, თქვენ რაზე ოცნებობთ?
სალომე (10 წლის) : მე ვოცნებობ, რომ ჩვენ არ ვიყოთ მშივრები, რომ პატარა ძამიკომ არ იავადმყოფოს... კიდევ ლამაზ კაბაზე ვოცნებობ.
თაკო (8 წლის): მეც ვოცნებობ ლამაზ კაბაზე და ახალ ფეხსაცმელზე. კიდევ ვოცნებობ, რომ ბაჭია დაგვიბრუნდეს, რომელიც ამასწინათ მოგვპარეს...
საბა ( 3 წლის) : მე ნაყინზე ვოცნებობ, ძალიან მიყვარს...
მეგობრებო, ნინო ბექიშვილის ოჯახს ჩვენი თანადგომა ესაჭიროება. მოდით, გულთან ახლოს მივიტანოთ მათი პრობლემები და გავუწოდოთ დახმარების ხელი! ისინი საჭიროებენ საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, ავეჯს, საწოლს, მაცივარს, ტელევიზორს, ტანსაცმელსა და სათამაშოებს.
მოინახულეთ ეს ოჯახი, დაეხმარეთ შეძლებისდაგვარად. თუ გსურთ დახმარება და დრო არ გაქვთ, რომ მოინახულოთ, შეგიძლიათ დახმარების თანხა გადარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ბექიშვილის ოჯახი). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ფონდის ჩვენი საიტიდანაც https://chernovetskyifund.ge/ge/projects/457-beqishvili/
მასალის გამოყენების პირობები






