"აგვისტოს ომის დროს რუსული სამხედრო მანქანა დაგვეჯახა, ჩემს გარდა ყველა დაიღუპა..." - უმძიმესი ისტორიის მქონე 57 წლის ქალს საზოგადოების დახმარება სჭირდება
საზოგადოება - 11:17, 23 May, 2019     1318

57 წლის ლელა თამარაშვილს გულის საშინელი ტკივილი აწუხებს. ამ მარტოხელა ქალის მდგომარეობა მერტად რთულია. მან დაკარგა მომავლის იმედი, განსაკუთრებით კი დღესასწაულებზე ითრგუნება, რადგან სადღესასწაულო მხიარულება მხოლოდ მოგონებებში დარჩა.

ჩვენ გავესაუბრეთ ლელა თამარაშვილს:

- მოგვიყევით თქვენს ოჯახზე.

ლელა თამარაშვილი: მეუღლეს 32 წლის წინ დავშორდი. მარტო ვზრდიდი ორ შვილს. მქონდა ბინა, სამსახური... პროფესიით ექიმი-ფიზიოთერაპევტი ვარ, მაგრამ, 2008 წელი ჩემთვის საბედისწერო აღმოჩნდა. აგვისტოს ომის დროს რუსული სამხედრო მანქანა დაგვეჯახა, ჩემს გარდა ყველა დაიღუპა ვინც იჯდა მანქანაში. უამრავი მოტეხილობით მოვხვდი საავადმყოფოში. ერთი პერიოდი თითქოს უკეთ გავხდი, თუმცა 6 თვის შემდეგ ინსულტი დამემართა, რამაც ფაქტობრივად საწოლს მიმაჯაჭვა.

- სირთულეები ამით არ დასრულდა?

ლელა თამარაშვილი: ბინა ბანკში ჩავდე, გავყიდე ყველაფერი ძვირფასი რაც გამაჩნდა, დავიწყე ხანგრძლივი ამბულატორიული მკურნალობა. ბინა დავკარგე და ახლა ვცხოვრობ მიტოვებულ შენობაში. თუმცა ვერც ეს ვერ შეედრება იმ ტკივილს, რაც გადავიტანე მანამდე. 12 წლის ბიჭი დავკარგე, მანქანამ გაიტანა. ღმერთმა არავის აგრძნობინოს ესეთი ტკივილი. ამაზე აუტანელი და მძიმე, არაფერი არსებობს.

- ნათესავები არ გყავთ?

ლელა თამარაშვილი: მყავს მეორე ვაჟი, რომელიც უკრაინაში წავიდა. ძალიან დიდი ხანია კონტაქტზე აღარ გამოდის, არც ვიცი არის თუ არა ცოცხალი. აღარავინ დამრჩა...

- თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია ამ ეტაპზე?

ლელა თამარაშვილი: საშინელი ტკივილი მაწუხებს გულის არეში, ღამით არ მძინავს უჰაერობის გამო. ერთი ფეხი და ხელი პარალიზებული მაქვს, დამოუკიდებლად ვერ დავდივარ.

- თქვენი შემოსავალი რამდენ ლარს შეადგენს?

ლელა თამარაშვილი: სოციალური შემწეობა - 30 ლარი, ინვალიდობის პენსია - 80, 200-ის ნაცვლად, რადგან 4 წლის წინ ძალიან დამჭირდა ფული და წინასწარ ავიღე... მოკლედ, 110 ლარზე ვცხოვრობ.

-ვინმე თუ გეხმარებათ?

ლელა თამარაშვილი: მხოლოდ ღმერთს არ დავავიწყდი! ზოგჯერ მეზობლები საჭმელს მომაწოდებენ... იმ შემთხვევაში, როცა აქვთ, თვითონაც ძალიან გაჭირვებულები არიან.

- ეს რა შენობაა, სადაც თქვენ ცხოვრობთ?

ლელა თამარაშვილი: ეს პოლიციის მიტოვებული განყოფილებაა. რამდენიმე წლის წინ, 4 უსახლკარო ოჯახი შემოსახლდა აქ და მათ შორის მე. ამ პატარა ოთახში საშინელი ნესტია, ბნელა, კედლები ლპება, ტუალეტიც აქვეა.

- მერია ან დეპუტატი თუ გეხმარებათ?

ლელა თამარაშვილი: მერია მეხმარება - წელიწადში რამდენჯერმე მცირე თანხას გამოყოფს. თვეში 200 ლარის მედიკამენტები მჭირდება. არ მყოფნის, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, ვკმაყოფილდები იმით, რაც არის. გარდა ამისა, ახლა მერიას უფასოდ შემოჰყავს ბუნებრივი აირი, თუმცა თანხა არასდროს მექნება იმისთვის, რომ ვიყიდო გაზქურა...

- ჩვენ წერილს მივწერთ საარჩევნო უბნის დეპუტატს თქვენს შესახებ, რა გსურთ რომ სთხოვოთ?

ლელა თამარაშვილი: მე სახსრების სერიოზული ოპერაცია მჭირდება და ჯანდაცვის სამინისტრო მზად არის უფასოდ ჩამიტაროს. თუმცა, თავს ვიკავებ, რადგან პოსტ-ოპერაციული ამბულატორიული მკურნალობის კურსის ჩატარებისთვის ფული დამჭირდება. დაახლოებით 500 ლარი, ეს ჩემთვის კოლოსალური თანხაა.

- ამ ეტაპზე რა გჭირდებათ ყველაზე მეტად?

ლელა თამარაშვილი: საკვები, ჰიგიენური საშუალებები, თეთრეული, არ მაქვს მაცივარი, სარეცხის მანქანა, გაზქურა...

-ლელა, რაზე ოცნებობთ?

ლელა თამარაშვილი: ჯანმრთელობაზე, რა თქმა უნდა. ვოცნებობ, რომ ჩემით გავიარო ოთახში, შემიწყდეს შეტევები... ზოგჯერ სასოწარკვეთაში ვვარდები, ვტირი და მხოლოდ ჩემი ბიჭუნას სულისთვის ლოცვა თუ მამშვიდებს.

მეგობრებო, ქალბატონი ლელა 57 წლისაა. მას სჭირდება, რომ იგრძნოს ჩვენი თანადგომა. საერთო მონდომებით ჩვენ შევძლებთ, რომ დავუბრუნოთ მას სიცოცხლის იმედი!

თქვენ შეგიძლიათ თავად მოინახულოთ ქალბატონი, გაუწიოთ დახმარება ან უბრალოდ გაამხნევოთ. მისამართი: თბილისი, ცოტნე დადიანის 34, კორპუსი 1, პოლიციის ყოფილი განყოფილება, ტელ.: 574111129

თანხა შეგიძლია ჩარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ლელა თამარაშვილი).

თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ფონდის საიტიდანაცhttps://chernovetskyifund.ge/ge/projects/456-tamarashvili/

თქვენ, ასევე, შეგიძლიათ თანხის გადარიცხვა სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან NovaTechnology, TBCpay და ExpressPay. განყოფილებაში „ქველმოქმედება“ აირჩიეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლებებს და მოვალეობებს გაეცანით ბმულზე https://goo.gl/GY2Gus)





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42