განათლების სამინისტროში "მეცნიერების სრული წვდომა უმსხვილეს საერთაშორისო ბაზა Elsevier-ზე" პრეზენტაცია გაიმათა
საზოგადოება - 17:25, 22 May, 2019     774

22 მაისს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა მეცნიერების სფეროში განხორციელებული ნოვაციის - „საქართველოში აკრედიტირებულ ყველა სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებელსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს Elsevier-ის სამეცნიერო ბაზებზე სრული წვდომა ექნება“ პრეზენტაცია.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ისაუბრა მსოფლიოს უმსხვილეს წამყვან სამეცნიერო ბაზაზე ქართველი მეცნიერების, ყველა სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტების, ყველა დაინტერესებული პირის ღია წვდომის დიდ მნიშვნელობაზე, რაც სახელმწიფოს უდიდესი ინვესტირებაა მეცნიერების განვითარებაში, ამ სფეროში მომავალი თაობის მეტ ჩართულობაში; მინისტრმა მადლობა გადაუხადა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორს ზვიად გაბისონიას ამ მნიშვნელოვანი პროექტის წარმატებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის. აღნიშნა, რომ შემდეგი ნაბიჯი საქართველოს მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირებისთვის პანევროპულ პროგრამა EURAXESS- ში ქვეყნის გაწევრიანება იქნება

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა ზვიად გაბისონიამ წარმოადგინა პრეზენტაცია საქართველოში აკრედიტირებულ ყველა სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებელსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტების ინტელექტუალური ინფორმაციის ლიდერის პროვაიდერის- Elsevier-ის სამეცნიერო ბაზებზე სრული წვდომის მნიშვნელობისა და მიზნების შესახებ, რაც მეცნიერებს, სტუდენტებს მისცემთ შესაძლებლობას, უსასყიდლოდ ისარგებლონ მსოფლიოში გამოქვეყნებული უახლესი სამეცნიერო ლიტერატურით, მათთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციით კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის. საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებზე წვდომა მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირებისთვის, ისე მეცნიერების მართვის სფეროს გასაუმჯობესებლად.

ზვიად გაბისონიამ აღნიშნა, რომ ამჟამად რუსთაველის ეროვნული სამეცნიერი ფონდი აქტიურად მუშაობს საქართველოს პანევროპულ პროგრამა EURAXESS- ში გაწევრიანებისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42