"გვაფრთხილებდნენ, მაგ კაცის ლექციაზე გოგონები უკან დასხედითო" - სტუდენტი სექსუალურ შევიწროვებაზე ბათუმის უნივერსიტეტში
საზოგადოება - 16:34, 22 May, 2019     1151
პროფესორს, რომელსაც სტუდენტი სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტებთან სააუდიტორიო საქმიანობა დროებით შეუჩერა. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ განრიდება ლექტორთან შეთანხმებით მოხდა, მანამ ვიდრე ვითარება საბოლოოდ არ გაირკვევა. პარალელურად, საკითხის შესწავლას სასწავლებლის ეთიკური საბჭო გეგმავს. ფაკულტეტის დეკანი ამბობს, რომ საქმისწარმოების დასაწყებად სტუდენტის წერილობით განცხადებას ელოდებიან. ლექტორის შესახებ პრეტენზია სტუდენტმა ორი დღის წინ საჯაროდ გამოთქვა. თქვა, რომ პროფესორის მხრიდან ადგილი ჰქონდა მიმოწერას, სადაც ის ფოტოების გაგზავნას თხოვდა. სტუდენტმა უკვე მიმართა შსს. უწყების ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით აღიძრა, რაც იძულებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან პატიმრობით. სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტზე, სახალხო დამცველმა საქმის შესწავლა, საკუთარი ინიციატივით დაიწყო.


უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ პროფესორი მივლინებით უცხოეთში იმყოფება, მასთან დაკავშირება მედიამ ვერ შეძლო.

სტუდენტები ლექტორის უნივერსიტეტიდან გაშვებას ითხოვენ.

''არ გვსურს ამ ადამიანმა ჩვენთან ლექციები ჩაატაროს, თუ მოვა სემინარებს არ დავესწრებით. არ მოსულა და სავარაუდოდ, მომხდარიდან გამომდინარე არც იქნება. ისედაც გადატვირთული გრაფიკი აქვს და ლექციებზე და სემინარებზე ვერ დადის. ჩვენი აზრით დღეს არ მოვა. კომუნიკაცია რა თქმა უნდა გვქონდა, მეორე დღესვე მთელმა კურსმა გავიგეთ, მივაწვდინეთ ინფორმაცია დეკანს, შესაბამისი ღონისძიებები გაატარა. ესაუბრა რექტორს. გვინდა, არა მარტო ჩვენს კურსს მოშორდეს ასე ვთქვათ, არამედ უნივერსიტეტიდანაც გაუშვან. მიმოწერა, დაახლოებით ალბათ ერთი კვირა გრძელდებოდა. ასე ვთქვათ ინტიმური ფოტოების თხოვნა და ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო. ლექტორის და სტუდენტის ურთიერთობა მოგეხსენებათ როგორია. სტუდენტს ვფიქრობ შეეშინდა იმიტომ, რომ შეიძლება ჩაეტოვებინა. ლექტორის მხრიდან ასეთი მუქარა არ ყოფილა, მაგრამ ალბათ შეეშინდა. კონკრეტულად ჩემთან მიმოწერა არ ქონია, მაგრამ მსმენია სხვა კურსელებისგანაც. ასევე მაღალკურსელებიც გვაფრთხილებდნენ, მაგ ადამიანის ლექციებზე გოგონები უკან დასხედითო," - განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა.

წყარო ajaratv.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42