ნანატრ შვილს, რომელსაც უამრავი პათოლოგია აღმოაჩნდა დედ-მამამ მიატოვა და ბებია ზრდის - ანას საზოგადოების დახმარება სასწრაფოდ სჭირდება
საზოგადოება - 11:31, 22 May, 2019     3146

ქადარიების ოჯახში ნანატრ ბავშვს უამრავი პათოლოგია აღმოაჩნდა: ჰიდროცეფალია, ეპილეფსია, ცერებრული დამბლა და მხედველობის პრობლემები. ანას მოვლა ძალიან რთული იყო! ეპილეფსიის ხშირი შეტევები, გაუთავებელი ანალიზები და მკურნალობა... „ეს არ არის სიცოცხლე, ეს არის განუწყვეტელი ბრძოლაა სიკვდილთან!“ - ამბობს ანას ბებია მაია.

- სად არიან ანას მშობლები?

- როგორ გითხრათ... ახალგაზრდები იყვნენ, ვერ გაუძლეს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დატვირთვას. მამამ მიატოვა პატარა და ახალი ცხოვრებით ცხოვრობს. ანას დედამ სხვა ოჯახი შექმნა. აკითხავს, ზრუნავს ბავშვზე, მაგრამ ძირითადად ანას მე ვუვლი. ის ჩემთან ცხოვრობს.

- თქვენ ძალიან მშვიდად საუბრობთ ამაზე, არ გიჭირთ ბავშვის მარტო მოვლა?

- მიჭირს, მაგრამ სხვა რა გზა მაქვს. ჩემი ვალია ვიზრუნო შვილიშვილზე და ყველაფერი გავაკეთო, რომ მან ნაკლები იწვალოს.

ანას მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია ძვირადღირებული წამლები, სარეაბილიტაციო კურსი და სპეციალური კვება. თუმცა ბებიას საერთოდ არ ჰყოფნის თანხები ამ ყველაფრისთვის. ქალბატონ მაიას არ შეუძლია მუშაობა, რადგან ანას მუდმივი თვალყური სჭირდება. მას ხშირად აქვს გულყრები, ამიტომ მისი მარტო დატოვება საერთოდ არ შეიძლება, რადგან ტრაგედია დატრიალდება.

ბებია და შვილიშვილი სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობენ ზუგდიდის რაიონ - სოფელ დარჩელში. სახლში მხოლოდ ორი ოთახია, სადაც შეიძლება ცხოვრება.

- არასდროს ვთხოვდი უცხო ადამიანებს დახმარებას - აცრემლებული თვალებით ამბობს მაია, მაგრამ ახლა სხვა გზა არ მაქვს. გვჭირდება კორსეტი, საჭმელი და საფენები. ჩვენი შემოსავალი მხოლოდ 250 ლარია და ის არაფერზე არ გვყოფნის.

ჩერნოვეცკის ფონდს არ შეუძლია უყურადღებოდ დატოვოს ამ ოჯახის გასაჭირი. ამიტომ ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას ანასთვის!

თანხა შეგიძლია ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ანა ქადარია).

თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ფონდის საიტიდანაც:chernovetskyifund.ge.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42