"ღმერთს ვეხვეწები, რომ ჩვენს ცხოვრებაში გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები..." - ფეიქრიშვილების მრავალშვილიან ოჯახს დახმარება სჭირდება
საზოგადოება - 13:28, 21 May, 2019     866

ფეიქრიშვილების ხუთ-შვილიანი ოჯახი უკვე 9 წელია, რაც საპატრიარქოს თავშესაფარში ცხოვრობს. ეს პატარები მოკლებულნი არიან განვითარების ნორმალურ პირობებს, ხშირად შიმშილობენ, დადიან ძველმანებში, ხოლო მათი მომავალი, თუ კვლავ ასე გაგრძელდა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება!

ჩვენ ვესაუბრეთ ბავშვების დედას - ლალი ფეიქრიშვილს და ვთხოვეთ გაეზიარებინა ოჯახის პრობლემები:

-როგორ მოხვდა თქვენი ოჯახი თავშესაფარში?

ლალი: ეს საპატრიარქოს თავშესაფარია. მადლობა ღმერთს, რომ ქუჩაში არ ვართ! მე და ჩემმა მეუღლემ ოჯახი გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანში შევქმენით, მაგრამ მოგვიანებით დედამთილი იძულებული გახდა სახლი გაეყიდა. დავრჩით ქუჩაში. ჩამოვედით თბილისში და საცხოვრებელი ვიქირავეთ, შემდეგ კი თავშესაფარში დავიდეთ ბინა. მადლობელი ვართ საპატრიარქოსი!

-დიდი ხანია, რაც მატერიალურად გიჭირთ?

ლალი: იცით, დალხენილი ცხოვრება არასდროს გვქონია, მაგრამ როდესაც მე და ჩემი მეუღლე ვმუშაობდით ცხოველთა თავშესაფარში, პურის ფული გვქონდა. მას შემდეგ, რაც იქ ფინანსური კრიზისი დაიწყო, ჩვენ შეკვეცაში მოვყევით.

- ახლა სად არის თქვენი მეუღლე?

ლალი: ჩემი ქმარი უმუშევარია. ახლა სამუშაოს საძებნელად არის წასული. ღმერთმა ქნას, რომ რაღაც გამოჩნდეს, თუნდაც ერთჯერადი. ჩვენთვის თითოეულ თეთრს მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით ყველაზე უმცროსი ბავშვისთვის, რომელიც ავადმყოფობს.

-რა აწუხებს?

ლალი: ანემია სჭირს. გამოკვლევაზე დამყავს სამ თვეში ერთხელ. ჯანდაცვის სამინისტრო ამისთვის 50 ლარს გამოყოფს, დანარჩენ თანხას მე ვამატებ.

-რა წარმოადგენს თქვენს შემოსავალ?

ლალი: სოციალური შემწეობა. ფული, ძირითადად, საჭმელზე და მედიკამენტებზე გვეხარჯება. მერიის უფასო სასადილო ტერიტორიულად შორსაა, ვერ დავდივართ, ტრანსპორტის ფული არ გვაქვს...

-დახმარებისთვის ვინმესთვის მიგიმართავთ?

ლალი: არაერთხელ მივმართეთ გამგეობას, რომ სახურავი გააკეთოს და გაზი შემოიყვანოს შენობაში, მაგრამ უშედეგოდ. გვითხრეს, რომ რახან შენობა საპატრიარქოს ეკუთვნის, ჩვენს ბალანსზე არ არისო. დიდი მადლობა ჩერნოვეცკის ფონდს, რომ მოგვაქცია ყურადღება და დახმარებას დაგვპირდით.

-რა წარმოადგენს თქვენი ოჯახისთვის გადაუდებელ საჭიროებას?

ლალი: სახურავის შეკეთება, რადგან წვიმის დროს წყალი ჩამოდის ჭერიდან. ამის გამო ნესტის სუნი დგას, ზამთარში ცივა, ხოლო ზაფხულში - საშინლად ცხელა. აგრეთვე, საკვები პროდუქტები გვესაჭიროება, საბავშვო ტანსაცმელი, მედიკამენტები... არც სარეცხი მანქანა გვაქვს და არც მაცივარი...

-ლალი, რაზე ოცნებობთ?

ლალი: ჩემი შვილების ბედნიერებაზე ვოცნებობ. ღმერთს ვეხვეწები, რომ ჩვენს ცხოვრებაში გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები, რომლებიც დახმარებას გაგვიწევენ და მომავლის იმედს გვაჩუქებენ!

მეგობრებო, ფეიქრიშვილების ოჯახს ჩვენი თანადგომა ესაჭიროება. მოდით, გულთან ახლოს მივიტანოთ მათი პრობლემები და გავუწოდოთ დახმარების ხელი! მისამართი: თბილისი, პოლიტკოვსკაიას 25, საპატრიარქოს თავშესაფარი. ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშია: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ფეიქრიშვილების ოჯახი). თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ფონდის საიტიდანაც: chernovetskyifund.ge.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42