დაპირისპირება 51-ე სკოლაში - დირექტორს და მოსწავლეებს პოლიციაში გვიანობამდე კითხავდნენ
საზოგადოება - 10:11, 21 May, 2019     825
თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან მოსწავლეებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, პოლიციის განყოფილებაში სკოლის დირექტორისა და მოსწავლეების გამოკითხვა გვიანობამდე გაგრძელდა.


მოზარდებმა შენობა კომენტარის გარეშე დატოვეს, დირექტორმა კი მედიასთან მცირე განმარტება გააკეთა. მანანა თურქაძე გამორიცხავს, რომ დაპირისპირება დამამთავრებელი კლასის მიერ გადაღებულ ვიდეორგოლს მოყვა.

"არ ვადასტურებ გავრცელებულ ინფორმაციას,"-განაცხადა თურქაძემ.

არსებული ინფორმაციით, 51-ე სკოლის მე-12 კლასელების ბოლო ზარის ვიდეოკლიპი ქუჩური გარჩევის მიზეზი გახდა. სკოლის უკანა ეზოში ახალგაზრდები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. თვითმხილველები მასობრივ ჩხუბსა და დანებზე ლაპარაკობენ. ჩხუბის მას შემდეგ დაიწყო, რაც სკოლის მოსწავლეების ერთი ჯგუფი მათ თანაკლასელებზე იმის გამო გაბრაზდა, რომ კლიპში ქუჩური მენტალიტეტი გააშარჟეს.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება 126-ე ძალადობის მუხლით დაიწყო. შსს არ ადასტურებს ერთ-ერთი მოსწავლის დაჭრის ფაქტს.

შეგახსენებთ, 2017 წლის 1 დეკემბერს 51-ე სკოლაში მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირებას ამავე სკოლის 2 მოსწავლე ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე ემსხვერპლნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42