„ჩვეულებრივად ხუმრობა იყო, არაფერი ისეთი ამ კლიპში არ ყოფილა.“- განაცხადა ერთ-ერთმა მოსწავლემ, ჟურნალისტის კითხვაზე გაბრაზდა თუ არა ამის გამო ვინმე, მოსწავლემ უპასუხა „კი, ძალიან ბევრი“
სკოლის მოსწავლეების მშობლები სკოლაში მომხდარ დაპირისპირებას უარყოფენ. როგორც ერთ-ერთმა მშობელმა განაცხადა „იყო ჩვეულებრივი წალაპარაკება, წაჯიკავება, არანაირი დაჭრა, არანაირი დანები. წაკინკლავდნენ ჩვეულებრივად. ახალგაზრდა ბიჭები არიან, თინეიჯერებს რა უნდათ, ორი სიტყვა და წაკინკლავდნენ რა“. სერიოზულ დაპირისპირებას უარყოფენ მასწავლებლებიც.
გამოძიების დეტალებზე არ საუბრობს მანდატურის სამსახურის უფროსი. ამბობს მხოლოდ მისი თქმით, საქმეში ცივი იარაღი არ ფიგურირებს.
დაპირისპირება 51-ე სკოლის მოსწავლეებს შორის დღის პირველ ნახევარში მოხდა, სკოლის მოსწავლეებმა სკოლის გვერდით მელიქიშვილის #6-ში იჩხუბეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ არასრულწლოვანები დანებით იყვნენ შეიარაღებული და დაპირისპირებაში ათობით ბიჭი მონაწილეობდა. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება 126-ე ძალადობის მუხლით დაიწყო. შსს არ ადასტურებს ერთ-ერთი მოსწავლის დაჭრის ფაქტს. ჩხუბში მონაწილე მოზარდებს და თვითმხილველებს პოლიციაში კითხავენ
შეგახსენებთ, 2017 წლის 1 დეკემბერს 51-ე სკოლაში მოსწავლეებს შორის მომხდარი დაპირისპირებას ამავე სკოლის 2 მოსწავლე ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე ემსხვერპლნენ.
მასალის გამოყენების პირობები






