ფიცის დადების შემდეგ, ზელენსკი სიტყვით გამოვიდა და მთავარ ამოცანად დონბასში ცეცხლის შეწყვეტა დაასახელა. მისი განცხადებით, რუსეთთან დიალოგი მხოლოდ უკრაინელი ტყვეების გათავისუფლებით დაიწყება.
„ყოველ დღე ვკარგავთ თითეულ ჩვენგანს იქ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, დონბასში ცეცხლის შეწყვეტა. ხშირად მეკითხებოდნენ, ცეცხლის შეწყვეტისთვის რაზე ხართ წამსვლელი. მინდა დაგარწმუნოთ, იმისათვის, რომ ჩვენი გმირები აღარ დაიღუპონ," -განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან ასვე განაცხადა, რომ მისი პირველი განკარგულება უკრაინის რადას დათხოვნა და რიგგარეშე არჩევნები იქნება.
"გთხოვთ მიიღოთ კანონი დეპუტატების ხელშეუხებლობის გაუქმების შესახებ, კანონი უკანონო გამდიდრებისთვის სისხლის სამართლის დევნის შესახებ; შეცვალოთ მრავალტანჯული საარჩევნო კოდექსი. ასევ გთხოვთ, გაათავისუფლოთ თანამდებობებიდან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, უკრაინის გენერალური პროკურორი და უკრაინის თავდაცვის მინისტრი," - განაცხადა პრეზიდენტმა.
მან ასევე მთავრობის წევრებს გადადგომისკენ მოუწოდა.
მასალის გამოყენების პირობები






