დღეს, თბილისსა და 30-ზე მეტ ქალაქში, კოსტიუმირებული დღესასწაული ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება
საზოგადოება - 10:57, 18 May, 2019     1485
ღია ცის ქვეშ გაცოცხლებული მუზეუმის იდეის ფარგლებში, 18 მაისს, მთელს საქართველოში კარნავალის ტიპის კოსტიუმირებული დღესასწაული, ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება.


სამოსის დღე უკვე ოთხი წელია მთელი საქართველოს მასშტაბებით იმართება და წელს განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა. 30-ზე მეტ ქალაქში აღინიშნება. კერძო დაწესებულებები საკუთარ სივრცეში სტუმრებს ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი პერსონალით მოემსახურებიან. ქართული სამოსის დღე აღინიშნება ასევე მილანსა და ფერეიდანში.

ორგანიზატორთა ცნობით, დღის განმავლობში მთელს საქართველოში დაგეგმილია კარნავალის ტიპის კოსტიუმირებული აღლუმები, საინტერესო გამოფენები, პერფორმანსები, კონცერტები და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობასთან.

ამ დღეს საქართველოს მოქალაქეები და ტურისტები დედაქალაქსა და რეგიონებში ქვეყნის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობას შეძლებენ. შესაძლოა მომავალში ეს დღე საქართველოს სავიზიტო ბარათად იქცეს, როგორც ევროპის სხვა ბევრ ქვეყანაში ჩადიან ტურისტები ისტორიული კარანავალების სანახავად.

პროგრამა

"18 მაისს 15:00 საათზე თბილისის ყველა მეტროსთან სხვადასხვა კუთხის ქართულ სამოსში გამოწყობილი ქორეოგრაფიული ანსამბლები შეიკრიბებიან და ფლეშმობებს მოაწყობენ. პერფორმანსების დასრულებისთანავე, დედაქალაქის ყველა რაიონიდან, ნაციონალურ კოსტიუმში გამოწყობილი 600-მდე მოცეკვავე მუნიციპალური ტრანსპორტით, რიყის პარკისკენ გაემართება.

17:00 ავალაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბება და კარნავალის ტიპის კოსტიუმირებული მსვლელობით რიყისკენ, ევროპის მოედნისკენ გაემართება, სადაც მასშტაბური, 600 კაციანი ფლეშმობი მოეწყობა. (18:00)

15:00 საათიდან წარმოდგენილი იქნება გამოფენები

ფლეშმობის დასრულების შემდეგ, 19:00 საათზე სცენის წინ გაშლილ წითელ ხალიჩაზე სხვადასხვა კუთხის ნაციონალური კოსტიუმების წარდგენა მოწყობა.

ჩვენებაში მონაწილეობას ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს, რომელიც სამოსის დღეზე ევროპის მოედანზე ნებისმიერი ქვეყნის ეროვნულ სამოში გამოწყობილი მივა. დღის ბოლოს 20:00 საათზე, ღონისძიებები ბენდ „ჩვენებურების" გალა კონცერტით დასრულდება.

18 მაისი იქცა საზოგადოების მიერ თვითორგანიზებულ დღედ, როცა მთელი საქართველო ერთდროულად მართავს მასშტაბურ ღონისძიებებს და კარნავალის ტიპის კოსტიუმირებულ აღლუმებს. მთელი საქართველო ღია ცის ქვეშ გაცოცხლებულ მუზეუმად იქცევა და ქვეყანაში არსებული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა სხვადასხვა ფორმით ქუჩებში გამოიფინება.

ეროვნული სამოსის დღემ მთელს ქვეყანაში საზოგადოებრივი კამპანიის სახე მიიღო. რამდენიმე ცნობილი სასტუმროს მომსახურე პერსონალი ამ დღით სტუმრებს ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ემსახურებიან, მთაწმინდის პარკი ყოველ წელს სამოსის დღეს საკუთარი ძალებით აღნიშნავს, პარკის ტერიტორიაზე. გასულ წელებში საქართველოს ეროვნული სამოსის დღე საზღვარგარეთ 12 ქალაქში აღნიშნეს ქართულმა დიასპორებმა და საელჩოებმაც. მათ შორის, ვაშინგტონში, ლონდონში, დუბლინში, კიევში და კიდევ რამდენიმე ქალაქში. წელს აღინიშნება მილანში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42