"თანასწორობის მოძრაობა" ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, არც ერთ აქციაში მონაწილეობას არ აპირებს.
"დღეს ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. მომეტებული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, თანასწორობის მოძრაობა არ გეგმავს არც ერთი მანიფესტაციის ან საჯარო შეკრების ორგანიზებას. “თანასწორობის მოძრაობა” არ აპირებს არც ერთ აქციაში მონაწილეობას.
უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, “თანასწორობის მოძრაობა” მოუწოდებს ბენეფიციარებს, რომ თავი შეიკაონ დღეს იმ სერვისების მიღებისგან, რომელსაც აწვდის ორგანიზაცია ლგბტქი+ თემის წევრებს.
ორგანიზაციის სოციალური მუშაკები და იურისტები 24 საათიან რეჟიმში ხაზზე არიან, რათა დაეხმარონ თემის წევრებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი გახდებიან დამამცირებელი/დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი ან მათ მიმართ განხორციელდება ფიზიკური ძალადობა ან ზეწოლა.
დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 595855320" - აღნიშნულია "თანასწორობის მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






