დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ ჰომოფობიის და ტრანსფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღეზე ისაუბრა.
დეკანოზის თქმით, გარყვნილების პროპაგანდა ეკლესიისთვის მისაღები ვერასდროს იქნება.
"საქართველოში არის ეკლესია და არის ხალხი. ეკლესია ხალხს მოუწოდებს, რომ მისი ბრძოლის მეთოდი მშვიდობიანი იყოს. იმისთვის კი არ იბრძვი, რომ ლგბტ თემი არ გაძლიერდეს, არამედ შენ იბრძვი იმისთვის, რომ სიკეთე წარმოაჩინო. ადამიანს, რომ მიუთითო, რა არის კარგი. 17 მაისის გარეშე, რასაც ვუყურებ, ლგბტ თემი სრულიად უსაფრთხოდ ცხოვრობს. თუ უხერხულ ქმედებებს საჯაროდ, ქუჩაში არ დაიწყებენ ან ვიღაცას თავს არ მოაბეზრებენ თავისი გამოხდომებით. გარყვნილების პროპაგანდა ეკლესიისთვის მისაღები ვერასდროს ვერ იქნება. რაც უნდა შეფუთული ფორმით მოგვიტანონ, ჩვენ არსზე უნდა ვილაპარაკოთ. ამ ეტაპზე, მათ ვითომ გამოხატვის თავისუფლების მიცემა სჭირდებათ. შემდეგ ეტაპზე არის ის, რომ ერთნაირსქესიანთა ურთიერთობები უნდა დაკანონდეს და შემდეგი ეტაპია, რომ ბავშვის აყვანის უფლება ჰქონდეთ. განა ისინი ფლეშმობის გაკეთებაზე ჩერდებიან და მეტს არაფერს ითხოვენ საქართველოს სახელმწიფოსგან?" - აღნიშნა დეკანოზმა.
მასალის გამოყენების პირობები






