ფულადი გზავნილების სისტემა UNISTREAM-ის მობილური აპლიკაცია უკვე ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომია. "UNISTREAM ფულადი გზავნილები" პირველი მობილური აპლიკაციაა რუსეთიდან საქართველოში ფულადი გადარიცხვების ბაზრის ლიდერებს შორის, რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნა.რადგან UNISTREAM-ი წამყვანი ფულადი გზავნილების სისტემაა, რომელიც რუსეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს ეხმარება მარტივად, სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით მოახერხონ სამშობლოშi ფულის გადარიცხვა და პირიქით, ვცადე ეს სიახლე შემემოწმებინა.
ჩემს ანდროიდზე აპლიკაციის დაყენებისას დავრწმუნდი, რომ მისი გამოყენება საკმაოდ მოსახერხებელია - იგი საკმაოდ მარტივია. ოპერაციის განხორციელებას ორიოდე წუთი სჭირდება და ამასთან, საქართველოში ფულის გადარიცხვისას, თქვენ საშუალება გაქვთ აირჩიოთ სხვადასხვა ვალუტა, მათ შორის - ლარი. ეს განსაკუთრებით მომგებიანია, რადგან ფულის გამოტანისას მიმღებს აღარ სჭირდება თანხის კონვერტაცია და შესაბამისად დანაკარგები არ ექნება.
ეს სისტემა მომგებიანი და საინტერსოა გამგზავნისთვისაც, რადგან იგი ნულოვან საკომისიოს იხდის და კონვერტაციის კურსიც საკმაოდ კონკურენტულია სხვებთან შედარებით.
კიდევ ერთი დადებითი მომენტი - აპლიკაცია იმახსოვრებს თქვენი საბანკო ბარათების მონაცემებსა და ისტორიას. ამ ფუნქციის შედეგად, მომავალში ფულის გადაგზავნის ოპერაციის განხორციელებას კიდევ უფრო ნაკლები დრო დასჭირდება. თუ ერთი და იგივე პიროვნებას ფულს რამდენჯერმე უგზავნით, მონაცემებისა და ისტორიის დამახსოვრების შედგად სულ ორი-სამი "დაწკაპუნება" და ფული უკვე ადგილზეა.
ბუნებრივია, UNISTREAM-ის მობილური აპლიკაციის გადმოწერა AppStore-სა და GooglePlay-ში უფასოა.
აპლიკაცია მცირე მოცულობისაა და თქვენს მობილურში დიდ ადგილსაც არ დაიკავებს.
ფულადი გზავნილების სისტემა UNISTREAM-ის მობილური აპლიკაცია ქართულ ენაზე და ფულის ეროვნულ ვალუტაში აღების შესაძლებლობით ნამდვილად დიდ დახმარებას გაუწევს საქართველოს მოქალაქეებსა და რუსეთში მცხოვრებთ ფულის სწრაფად და დანაკარგების გარეშე გადმორიცხვაშ.
ეს სიახლე იმითაცაა საინტერესო, რომ 2017 წელთან შედარებით, საქართველოში ფულადი გზავნილების ზრდამ 170% შეადგინა, ხოლო 2018 წელს, რუსეთიდან საქართველოში UNISTREAM-ის მეშვეობით განხორციელებული ფულადი გადარიცხვების 60% სწორედ მობილური აპლიკაციის მეშვეობით შესრულდა.
ბუნებრივია, აპლიკაციის ქართულენოვანი ვერსია ამ პროცესს კიდევ უფრო გაამარტივებს და მოსახერხებელს გახდის.
UNISTREAM-ის სისტემით ფულადი გზავნილების გადარიცხვა და მიღება საქართველოში 745 პუნქტშია შესაძლებელი. სისტემის პარტნიორები არიან საქართველოს უმსხვილესი ბანკები, მათ შორის "თიბისი ბანკი", "საქართველოს ბანკი", "ლიბერთი ბანკი", "კრედო ბანკი" და სხვ.
მასალის გამოყენების პირობები






