აქცია რუსთავში - მეტალურგიული ქარხნის გაფიცული მუშები ხელფასის მომატებას ითხოვენ
საზოგადოება - 10:43, 17 May, 2019     825

რუსთავში, ერთ-ერთი მსხვილ საწარმოში დასაქმებულმა მუშებმა დღეს დილიდან საპროტესტო აქცია განაახლეს. მათი ერთ საათიანი შეხვედრა მეტალურგიული ქარხნის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან უშედეგოდ დასრულდა.

მუშების თქმით, ხელმძღვანელობასთან ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნაზე, ხელფასის 50 პროცენტით გაზრდაზე ვერ შეთანხმდნენ.

„შემოთავაზება შედგა, რომ იყოს 4 ცვლა, რა ხელფასსაც ვიღებთ სამ ცვლაში, იგივე დარჩება, ესეთი შემოთავაზებაა. ჩვენ ვიმსჯელებთ, რა თქმა უნდა არ ვართ თანახმა. ჩვენ გვინდა 50%-ით მომატება და 4-ცვლიანის გაკეთება. ახლა ჩვენ დავილაპარაკებთ, ფოლადსადნობს გასცემენ პასუხს ორშაბათს, ჩვენ არ ვიშლებით. სანამ ყველა ცეხს, ფოლადსადნობს იქნება ეს თუ სხვადსხვა ცეხების, სანამ სრულად პასუხს არ დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს, ჩვენ არ დავიშლებით“ - ამბობს აქციის მონაწილე გიორგი ტყემალაძემ.

რუსთავის საწარმოში დასაქმებულებს მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ. ისინი დასაქმებულებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე საუბრობენ.

„არ შეიძლება განვიხილოთ საკითხი მხოლოდ კონკრეტული ცეხების მიხედვით, ზოგადად არის შესაცვლელი შრომის პირობები. მაგალითად, თუ სამცვლიანზეადამიანი მუშაობდა, არ შეიძლება შრომის კანონმდებლობით, უნდა გადავიდნენ 4-ცვლიანზე შესაბამისი ხელფასებით“ - განაცხადა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, ლავრენტი ალანიამ.

აქციის მონაწილეებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, განცხადება გააკეთა მეტალურგიული ქარხნის დირექტორის მოადგილე არჩილ მელიქიძემ.

„წინადადება ძირითადად ეხება, სამუშაო საათების შემცირებას ისე, რომ ხელფასის შემცირება არ მომხდარიყო, რაზეც ჩვენ დავეთანხმეთ. საათობრივ ანაზღაურებაში რომ გადათვალო ხელფასის ზრდა მოხდა. ის, რაც მათი მოთხოვნა იყო, ეს მოთხოვნა შესრულდა“ - განაცხადა არჩილ მელიქიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42