ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულების წიგნების გამოფენა გაიმართა
საზოგადოება - 18:41, 15 May, 2019     943
15 მაისს, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში გამოცემული ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულების წიგნების „გამაგრებული ისტორიული დასახლებები საქართველოს ჩრდილოეთ მთიანეთში“, „შუა საუკუნეების ქართული ქანდაკება“, „დუშეთი- ურბანული და არქიტექტურული მემკვიდრეობა“ და სხვ. გამოფენა.


დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია, რომელმაც ისაუბრა საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების პოპულარიზაციისა და მეცნიერებაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვის მნიშვნელობაზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი ზაზა მარუაშვილი და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ირაკლი ღარიბაშვილი რომელმაც მისასალმებელი სიტყვით მიმართა ღონისძიებაში მონაწილეებს.

ღონისძიება ითვალისწინებდა ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში გამოცემული წიგნების წარდგენას; სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების - რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის, გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა წარმოადგენეს პრეზენტაციები, ისაუბრეს გამოცემების მნიშვნელობასა და მიზნებზე, მასში წამოჭრილ პრობლემატიკაზე. პროექტის მიზანია საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების პოპულარიზაცია , მეცნიერებაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42