"დღეში კაპიკებს, 100 თუ 150 ლარს მიხდიდნენ და უარი ვთქვი" - თამარ მაყაშვილი
საზოგადოება - 18:24, 15 May, 2019     49000

მსახიობმა თამარ მაყაშვილმა თბილისში დამღლელ და რუტინულ ცხოვრებას რეგიონებში სიარული არჩია. ქუთაისსა და ბათუმში დაინტერესებულ ახალგაზრდებს სამსახიობო ოსტატობას ასწავლის. ხუმრობს, რომ ხეტიალი მისი ახალი ჰობია.

– ქალბატონო თამარ, რას საქმიანობთ, რითი ხართ დაკავებული?


– ქუთაისსა და ბათუმში ახალგაზრდებს ვასწავლი. ვკითხულობ ლექციებს ინსტიტუტში, ასევე საავტორო სკოლაში. ვაპირებ, ბათუმში ჩემი სკოლა გავაკეთო. მსგავსი სკოლა თბილისშიც მქონდა. მოკლედ, გადებული ვარ ტრასაზე თბილისი-ქუთაისი-ბათუმი.


– რეგიონები რატომ აირჩიეთ, თბილისში არ გაგიმართლათ და იძულებული გახდით, დასავლეთ საქართველოში გემუშავათ?


– არ ვფიქრობ, რომ არ გამიმართლა, უბრალოდ თბილისში რესურსი ამოვწურე. დედაქალაქში ძალიან ბევრია ეს ყველაფერი. ასევე მომბეზრდა ეს ქალაქი და დროებით მომინდა სხვაგან წასვლა. გადავწყვიტე, ჩემი ცოდნა და შესაძლებლობა სხვა ქალაქებს გავუზიარო.


– რეგიონებში იჩენენ ინტერესს თქვენი პროფესიის მიმართ?


– თბილისისგან განსხვავებით, რეგიონებში მსგავსი თეატრალური სასწავლებლები ნაკლებად არის, სწორედ ამიტომ დიდია ინტერესი. ახალგაზრდებს უფრო სჭირდებათ სიახლე და მოდერნისტული აზროვნება. ბავშვები სწავლობენ მეტყველებას, სწორად აზროვნებას. ისინი იზრდებიან კარგ მაყურებლებად, რომლებიც ივლიან ოპერასა და თეატრში. ასევე – თბილისიდან ჩამოგვყავს პროფესიონალები, რომლებიც თემატურ ლექციებს ატარებენ. მოკლედ, ძალიან ვტკბები და თავიდან ბოლომდე ჩართული ვარ ამ საქმეში. რაც მთავარია, ძალიან მომწონს და მხიბლავს.


– წლების წინ ხშირად ჩნდებოდით სერიალებში. ახლა არ გაქვთ შემოთავაზებები?


– ერთი-ორი უინტერესო როლი შემომთავაზეს, რომლებზეც უარი ვთქვი. თეატრში ერთადერთი როლი დავიტოვე – ანტიგონე, რომელიც მე-5 წელია წარმატებით იდგმება. სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ მწყდება გული იმაზე, რომ ამ ეტაპზე ძალიან აქტუალური არ ვარ. მიხარია, რომ ბრწყინვალე თაობები მოდის, ჩემი მოწაფეების დროა. დღე და ღამე რომ რეპეტიციაზე ვიჯდე, ასე აღარ შემიძლია.


სერიალსა და კინოში სიამოვნებით წავიდოდი, მაგრამ იმდენად მდარე ხარისხის სერიალები შემომთავაზეს, სცენარები რომ წავიკითხე, ლამის სკამიდან გადმოვვარდი. დღეში კაპიკებს, 100 თუ 150 ლარს იხდიან. თანხაზე აღარ არის საუბარი, მაგრამ არ დავთანხმდი, იმდენად უინტერესო იყო ჩემთვის. არც მიღირდა იქ გამოჩენა.


– მომღერლები ამბობენ, რომ ოჯახებისა და საკუთარი თავის სარჩენად რესტორნებს შეაფარეს თავი. მსახიობებს რითი გააქვთ თავი?


– დიდი სიამოვნებით გადავინაცვლებდი რესტორანში. თუ ადამიანებს შენთან შეხვედრა სურთ, ამას რა სჯობს? ეს ჩემთვის ძალიან მისაღებია. რაც შეეხება მსახიობებს, ზოგი რას აკეთებს და ზოგი – რას. კატასტროფული მდგომარეობაა. მოლხენის ხასიათზეც კი არ არიან, თავის გადარჩენაზე ვართ გადასული. წლების წინ რომ იყო გაჭირვება, შაქრის ნატეხზე რომ გადავდიოდით, მგონი, ის დრო ბრუნდება. ზოგი სახლიდან ყიდის ძვირფას ნივთებს და ისე ირჩენს თავს.


– ისიც უნდა ითქვას, რომ თქვენი შვილები, ნუცა და რუსკა მაყაშვილები, პოპულარულებიც არიან და საქმით დაკავებულიც.


– სწორიც არის. ახალი თაობა მოდის და მათ უნდა დაუთმო. მე პედაგოგობას მივყავი ხელი, ჩემი შვილები კი არ კადრულობენ პედაგოგიურ საქმიანობას, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ შეუთავაზებიათ ეს საქმე მათთვის. რაოდენ დაკავებულებიც უნდა იყვნენ, როგორც კი პროექტი მთავრდება, მათი შემოსავალიც მთავრდება.


– კმაყოფილი ხართ მათი მუშაობით, თვლით, რომ ბოლომდე ახერხებენ რეალიზებას?


– ჩემს შვილებს არ მიუღწევიათ იმ წერტილისთვის, რაც უნდა გააკეთონ. ჯერ არაფერი გაუკეთებიათ არც თეატრისთვის, არც კინოსთვის და არც ტელევიზიისთვის. კარგია, როცა წარმატებული ხარ და ქუჩაში გცნობენ, მაგრამ მათ ჯერ ისეთი როლი არ უთამაშიათ, რისი პოტენციალიც აქვთ. ამ დროისთვის ქართული თეატრი ექსპერიმენტებზეა გადასული. ამის მთავარი მიზეზი კი უწიგნურობაა.


– უწიგნურობა ვისი მხრიდან? რეჟისორების?


– არა, ძალიან ბევრი ახალი და კარგი რეჟისორია, რომლებიც საღად აზროვნებენ, მაგრამ გარემოა ამაზრზენი – ძალიან ცუდი და უწიგნური. რეჟისორებს კი უწევთ, მოერგონ გარემოს, რომ მათი ნამუშევრები გაიყიდოს. ასევე ხდება კინოშიც.


– ოჯახურ ცხოვრებაში რა სიახლეები გაქვთ?


– არც არაფერი, ვართ ყველა ერთად – შვილები, შვილიშვილები, მეუღლე და არის სიგიჟე.


– სახლის საქმეებს თქვენ აგვარებთ?


– ყოველთვის ყველაფერი ჩემზე იყო დამოკიდებული. სახლის ყველა საქმეს მე ვაკეთებდი – ჭამა-სმა, დაუთოება და ა.შ. ახლა ჩემები მეუბნებიან, ქუთაისსა და ბათუმში იმიტომ წახვედი, რომ ჩვენ გაგვექეციო. ამ ქალაქებში ისე მევლებიან თავს, რომ… ჩემ მიმართ საოცარ სითბოს იჩენენ, განსაკუთრებით ქუთაისში.


– არ იღლებით სამ ქალაქს შორის სიარულით?


– ჩემი ახალი საქმე ძალიან მომწონს და ეს ხეტიალიც საჩემო არის. ჩემს სულს ძალიან მოსწონს ეს სიარული. 50 წლის რომ ხდები, გადახალისება გჭირდება და ახლა სწორედ ამ ეტაპზე ვარ.

წყარო: sarkenews.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42