თბილისის საზაფხულო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია დაიწყო
საზოგადოება - 12:33, 15 May, 2019     670

თბილისის 40 საზაფხულო საბავშვო ბაღშიორიდან ექვს წლამდე ასაკის 13 ათასი ბავშვისთვის რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო, - ამის შესახებ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„ჩვენ ვიწყებთ თბილისის მერიისა და საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ყოველწლიური სოციალური პროექტის - საზაფხულო ბაღების განხორციელებას. ივლისში დედაქალაქში 40 საზაფხულო ბაღი იმუშავებს.დღეიდან უკვე ხდება განაცხადების მიღება. 13 ათას აღსაზრდელს საშუალება ექნება, საზაფხულო ბაღებით ისარგებლონ. განაცხადების მიღება ელექტრონულად იწარმოებს. პროექტში მონაწილეობის მიღება 2-6 წლამდე ასაკის ბავშვებს შეეძლებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე: www.kids.org.geელექტრონული რეგისტრაცია 12:00 საათზე დაიწყო.

ვებგვერდზე მხოლოდ საზაფხულო ბაღების რეგისტრაციის ფორმა იმუშავებს, სადაც სავალდებულო იქნება კონკრეტული ველების შევსება რაიონის, საბავშვო ბაღის, ჯგუფის, ასევე, აღსაზრდელისა და მშობლის პირადი მონაცემებისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ. რეგისტრაცია ვაკანტური ადგილების შევსებამდე გაგრძელდება.

საზაფხულო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები მომსახურებას მიიღებენ მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისში და აღნიშნული რეგისტრაცია 2019-2020 სააღმზრდელო წელს არ ეხება. ამასთან, საზაფხულო ბაღების სერვისი ხელმისაწვდომია არა მხოლოდ ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელებისთვის, არამედ 2-დან 6 წლამდე ასაკის ნებისმიერი ბავშვისთვის.

საზაფხულო ბაღები რაიონების მიხედვით შემდეგ სკოლამდელ დაწესებულებებში იფუნქციონირებს: გლდანის რაიონი - N153, N48 N205, N216, N186; დიდუბის რაიონი - N11, N92, N23, N15; ვაკის რაიონი - N1, N27, N142, N83, ბაგა-ბაღი „ჩიორა“; ისნის რაიონი -N202, N29, N66, N215, N182; კრწანისის რაიონი - N51, N206; მთაწმინდის რაიონი - N3, N152, N162; ნაძალადევის რაიონი - N9, N79, N60, N143, N80; საბურთალოს რაიონი - N197, N74, N112; სამგორის რაიონი - N128, N12, N210, N45, N196, N72; ჩუღურეთის რაიონი - N34, N5.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42