ნინო ლომჯარია თამრიკო ჭოხონელიძეს მხარდაჭერას უცხადებს
საზოგადოება - 22:56, 14 May, 2019     1077

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თამრიკო ჭოხონელიძეს მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ ომბუდსმენმა სოციალურ ქსელში დაწერა.

"მინდა ჩემი პატივისცემა გამოვხატო ქ-ნი თამრიკო ჭოხონელიძის მიმართ, რომელმაც TV პირველის ეთერში ძალიან სწორი და ჯანსაღი სამოქალაქო პოზიცია დააფიქსირა ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობის, ურთიერთპატივისცემის და შემწყნარებლობის დასაცავად. მინდა ვუთხრა მასაც და მის მდგომარეობაში მყოფ სხვა მოქალაქეებს, რომ ის "სიძულვილი", რასაც, ალბათ, სოციალურ ქსელებში ბოლო პერიოდში აწყდებიან, ძალიან ხელოვნური, გადაჭარბებული და ხშირ შემთხვევაში არარსებულია. ეს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი და ვიცი. ეს "სიძულვილი" და "აგრესია" ხელოვნურად შექმნილი და ორგანიზებულია გარკვეული ჯგუფების მიერ იმისთვის, რომ ადამიანებს, რომლებიც თავისუფლად და გაბედულად აფიქსირებენ აზრს, დამაშინებელი გარემო შეუქმნან, შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს ბევრი ფიქრობს ასე და შენ ხარ უმცირესობაში, დათრგუნონ ადამიანებში აზრის თავისუფლად გამოხატვის სურვილი და ამით "აშანტაჟონ" პოლიტიკოსები, ხელისუფლება, პოლიტიკური პარტიები, ინსტიტუციები, კანდიდატები - გაატარონ მათთვის სასურველი პოლიტიკა.

ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ყველამ თავისუფლად, არააგრესიულად და არგუმენტირებულად გამოხატოს თავისი პოზიცია და ამიტომ ქ-ნი თამრიკოს პოზიციონირება მჯერა, რომ გადამდები იქნება სხვებისთვისაც. საზოგადოებამ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ არ ვართ ისეთი "პრიმიტიულები", როგორც ზოგიერთ პოპულისტს სურს რომ წარმოგვაჩინოს, ჩვენ არ ვართ ისეთი აგრესიულები, როგორც რამოდენიმე ჯგუფი ცდილობს, რომ სოციალურ ქსელში დახატოს. მე ბევრ ადამიანს ვხვდები და ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, ხალხს უნდა არა პოპულიზმი, აგრესია და ექსტრემიზმი, არამედ კრიტიკული, ობიექტური და ჯანსაღი პოზიციონირება. ასე რომ, საზოგადოება ძალიან სწორად აკეთებს დასკვნებს, სად არის საღი აზრი" - წერს ნინო ლომჯარია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42