ფედერალური მთავრობის დათხოვნა ამერიკის შეერთებულ შტატებში 700 ათასამდე ადამიანის უმუშევრად დატოვებას გულისხმობს. მათ შორის არიან სამხედროები. რამდენიმე საათის წინ სწორედ მათ მიმართა სიტყვით ბარაკ ობამამ და პირობა მისცა, რომ სამუშაოს დაკარგვის სანაცვლოდ კომპენსაციებს მიიღებენ:
„სამწუხაროდ კონგრესმა თავისი მოვალეობა არ შეასრულა და ბიუჯეტი ვერ მიიღო, ამის გამო მთავრობის დიდი ნაწილი უნდა დავითხოვოთ, სანამ ბიუჯეტი არ დამტკიცდება. მდივანი ჰეიელი, გენერალი დემპსი და თქვენი ხელმძღვანელობა გაგარკვევთ იმაში, თუ როგორ აისახება ეს მოვლენა თქვენს ოჯახებზე. თქვენ შეგინარჩუნდებათ სტატუსი და გვსურს, რომ ყოველთვის მზადყოფნაში იყოთ. კონგრესმა მიიღო და მეც მოვაწერე ხელი კანონს, რომელიც თქვენთვის დროული ანაზღაურების გადახდას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ბარაკ ობამამ.
მასალის გამოყენების პირობები






