უკრაინელი ქალი 10 ბავშვით და ტრეფიკინგის ბრალდება - ქართველი სამართალდამცავები ბავშვების მშბლების ვინაობის დადგენას ცდილობენ. იულია სუსლიაკის შვილების მონახულებას დღეს ბებია გეგმავს, რომელიც თბილისში დნმ-ის ტესტის ჩასაბარებლად ჩამოვიდა.
ბავშვები ამ დრომდე მინდობით აღზრდის პროგრამით სხვადასხვა ოჯახში იმყოფებიან. უფლებადამცველი დღეს სასამართლოს გუშინდელ განჩინებას გაასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც დაცვის მხარეს უარი უთხრეს საქმეში დამატებითი მტკიცებულების დართვის შესახებ.
"ჩემს დედას ბავშვებთან, საკუთარ შვილიშვილებთან შეხვედრა და გასაუბრება უნდა. ის ასევე მზად იყო საკუთარ დე-ენ-ემ-ის ნიმუშის ჩაებარებინა. მაგრამ როგორც ჩანს ლაბორატორიას გარკვეული პრობლემები შეექმნა. ვფიქრობ, პროკურორმა მათ დაავალა სწრაფად არ ჩაატარონ საჭირო გენეტიკური კვლევა. მაგალითად, ჩემი მეუღლის დე-ენ-ემ-ის ტესტისთვის ნიმუშები ექსპერტებმა 21-ი დღის წინ აიღეს, თუმცა ტესტირებისთვის საჭირო პროცედურები ამ დრომდე არ დაწყებულა.
ჩვენ ვკარგავთ დროს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩემი მეუღლე ციხეშია, ხოლო ჩვენი ბავშვები მშობლების ყურადღების გარეშე არიან დარჩენილები,"-განაცხადა იულია სუსლიაკის მეუღლემ, იური სუსლიაკმა.
მასალის გამოყენების პირობები






