ტვ „რიონის“ ჟურნალისტმა, რომელმაც პირდაპირ ეთერში ჰომოფობიური განცხადება გააკეთა, ტელეკოპანია დატოვა
საზოგადოება - 14:22, 13 May, 2019     7906

ტელე-რადიო კომპანია „რიონის“ ჟურნალისტი, გადაცემა „ჩვენი შუადღის“ წამყვანი სოფო რაჭველი ტელეკომპანიას ტოვებს. მიზეზი 8 მაისს გადაცემა "ჩვენი შუადღის" ეთერში გაკეთებული განცხადება გახდა, ტელეწამყვანმა სტუმართან ერთად ლგბტ თემის წევრები შეურაცხმყოფელი ლექსიკით მოიხსენია, რასაც სოციალურ ქსელში დიდი კრიტიკა მოჰყვა. კრიტიკის მიუხედავად ტელეწამყვანმა განაცხადა, რომ ბოდიშის მოხდას არ აპირებს

“ტელეკომპანია რიონი დავტოვე, რადგან არ ვაპირებ არც ბოდიშის მოხდას და არც თავის დამნაშავედ ცნობას”- დაწერა სოფო რაჭველმა ფეისბუკზე.

გადაცემის ეთერში ,,მრავალფეროვნების დაცვის“ პრინციპის დარღვევა დაადგინა ტელე-რადიო კომპანია ,,რიონის“ თვითრეგულირების საბჭომ. გადაწყვეტილება ფეისბუკგვერდზე გუშინ გამოქვეყნდა:

ტელე-რადიო კომპანია ,,რიონის“ თვითრეგულირების საბჭომ, სოციალურ მედიაში რამდენიმე დღის დაგვიანებით გაჩენილი კომენტარების გამო, თვითინიცირებით განიხილა "ჩვენი შუადღის" 08 მაისის გადაცემა და დაადგინა ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ განსაზღვრული ,,მრავალფეროვნების დაცვის“ პრინციპის დარღვევა, რომლის მიხედვით: ,, მაუწყებელი ვალდებულია, არ გაავრცელოს მასალა, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას ეთნიკური, რელიგიური სექსუალური და სხვა უმცირესობებისადმი. მან ასევე თავი უნდა აარიდოს უარყოფით მოვლენებთან რომელიმე სახის უმცირესობის დაუსაბუთებელი კავშირის შესახებ საუბარს, არ უნდა შეუწყოს ხელი სტერეოტიპების ჩამოყალიბებას. თუ რესპონდენტი ხმარობს შეურაცხმყოფელ გამოთქმას რომელიმე ჯგუფის მიმართ, ჟურნალისტი ვალდებულია, კონკრეტული მონაკვეთი ეთერში არ გაუშვას. თუ სიძულვილის ენას ადგილი პირდაპირი ეთერის დროს ექნება, წამყვანი ვალდებულია, მოუწოდოს კორექტულობისაკენ სტუმარს.“

ბოდიშს ვიხდით იმ ადამიანებთან, ვინც გადაცემაში გამოყენებული ტერმინებითა და შეფასებებით თავი შეურაცხყოფილად იგრძნო. ჩვენ მივიჩნევდით და მიგვაჩნია, რომ ყველას აქვს საკუთარი აზრის ქონისა და გამოხატვის უფლება, მაგრამ დაუშვებელია სიძულვილის ენის გამოყენება.

ამასთან, მოვუწოდებთ აუდიტორიის ყველა წევრს, თავი შეიკავონ ტელე-რადიო კომპანიის დისკრედიტაციის უსაფუძვლო მცდელობებისგან. გამოიყენონ მედიის თვითრეგულირების და არა მედიაზე თავდასხმის გზები. მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ტელეკომპანიის ნებისმიერი თანამშრომლის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება, მით უფრო საჯარო სივრცეში. ამასთან, ყველას კატეგორიულად მოვუწოდებთ მუქარის შემცველი განცხადებების აღკვეთისაკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ტელე-რადიო კომაპნია ,,რიონი“ მიმართავს კანონით დადგენილ ზომებს.“- აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42