ინდონეზიაში 17 მაისის არჩევნების შემდეგ საარჩევნო კომისიების გარდაცვლილი თანამშრომლების რაოდენობამ 496 მიაღწია. ამის შესახებ მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით გაზეთი Straits Times-ი იუწყება.
ჯანდაცვის სამინისტრომ 162 ადამიანის გარდაცვალების ფაქტი გადაამოწმა, გარდაცვალების მიზეზებად ინსულტი, გულის შეტევა და მიოკარდის ინფარქტი დასახელდა. ასევე კომისიის თანამშრომლები დაიღუპნენ ასთმის, სეფსისა და ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად. გარდაცვლილთა უმეტესობის ასაკი 50-დან 70 წლამდე იყვნენ.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურმა მდივანმა უარყო ოპოზიციის ბრალდება იმის შესახებ რომ გარდაცვალების შემთხვევათა უმრავლესობა არაბუნებრივი იყო და თაღლითობისთვის იყო საჭირო. ამავდროულად მან აღიარა, რომ ხელისუფლება ასეთ შედეგებს არ ელოდა, რადგან საარჩევნო კომისიის წევრების მოვალეობებში კარგ ჯანმრთელობასაც ითხოვდნენ. იმ ადამიანებს, რომლებსაც რაიმე დაავადება სჭირდათ 12 საათიანი მუშაობის შემდეგ ავადმყოფობები გაუმწვავდათ.
ინდონეზიაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ერთდროულად მიმდინარე წლის 17 აპრილს ჩატარდა. საარჩევნო კომისიებში 7 მილიონამდე ადამიანი მუშაობდა. 23 აპრილს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გადაღლილობის გამო არჩევნების დღეს 92 ადამიანი გარდაიცვალა, რომელთა შორის იყვნენ კომისიის წევრები და პოლიციელები, რომლებიც საარჩევნო უბნებზე მორიგეობდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






