"16 წელია საშინელი ტკივილებისგან იტანჯება, არანაირი ტკივილგამაყუჩებელი არ შველის..." - 61 წლის ქალს საზოგადოების დახმარება სჭირდება
საზოგადოება - 12:02, 13 May, 2019     515

ჯულიეტა კოშაძე 16 წელია, საშინელი ტკივილებისგან იტანჯება; არანაირი ტკივილგამაყუჩებელი არ შველის, არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება. მხოლოდ 61 წლისაა, მაგრამ ის ლოგინსაა მიჯაჭვული. ცხოვრობს ქალიშვილთან და ორ მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად ნახევრად დანგრეული, ერთსართულიანი საკუთარი სახლის ერთ ოთახში. დანარჩენი ოთახები საცხოვრებლად გამოუსადეგარია. როგორც კი მის საცხოვრებელში შეხვალთ, იგრძნობა გასაცოდავებული ყოფა, უსახსრობა.

ერთადერთი სიმდიდრე, რაც ამ ოჯახს გააჩნია, კედელზე ჩამოკიდებული ხატებია - „ როდესაც მეტი აღარ შემიძლია, ვუყურებ ჩემს ხატებს. უფალს, ყველა წმინდანს ვთხოვ დახმარებას და ტკივილიც თითქოს წამით მიყუჩდება ხოლმე“, - ამბობს ქალბატონი ჯულიეტა. ჩვენ გავესაუბრეთ მას იმ სირთულეებზე, რომლებიც ამდენი წელია , რაც მას აწუხებს.

- ქალბატონო ჯულიეტა, როგორ მიიღეთ ეს ტრამვა, რომელიც უკვე ამდენი წელია არ გაძლევთ სრულფასოვნად ცხოვრების საშუალებას?

ჯულიეტა კოშაძე: 16 წლის წინ გადმოვვარდი მეორე სართულიდან, ექიმებმა ჩემი გადარჩენა მოახერხეს, მაგრამ სერიოზულად დამიზიანდა ხერხემალი და იმ დღიდან ვარ ასე მიჯაჭვული ერთ ადგილს, არაფერი არ მიყუჩებს ტკივილებს.

- ვინ ზრუნავს თქვენზე?

ჯულიეტა კოშაძე: ვცხოვრობ ქალიშვილთან და ორ მცირეწლოვან შვილიშვილთან ერთად. ჩემი მეუღლე დიდი ხნის წინ გარდაიცვალა. ყველაფერს ჩემი გოგონა მიკეთებს, არ მცილდება თავიდან.

- რა არის თქვენი ოჯახის შემოსავალი?

ჯულიეტა კოშაძე: ჩემი ქალიშვილი ვერ ახერხებს მუშაობას, მე მარტო ვერ მტოვებს, არაფრის გაკეთება არ შემიძლია დამოუკიდებლად. ჩვენი შემოსავალი სოციალური დახმარება და ჩემი პენსიაა. ეს გვყოფნის ელემენტალურ საკვებზე, მედიკამენტებზე და ძლივს ვიხდით კომუნალურ გადასახადს. სხვა არაფერი და არავინ არ გაგვაჩნია ამ ქვეყნად.

- როგორ გეხმარებათ ჩერნოვეცკის ფონდი?

ჯულიეტა კოშაძე: ძალიან მადლიერი ვარ ფონდის! მისი თანამშრომლები ხშირად დადიან ჩემთან, მამარაგებენ მედიკამენტებით, ექიმები მეთვალყურეობას მიწევენ, აკვირდებიან რამდენად სწორად მიმდინარეობს მკურნალობა.

- რა გჭირდებათ ყველაზე მეტად ამ ეტაპზე?

ჯულიეტა კოშაძე: ძალიან მჭირდება მედიკამენტები, საკვები პროდუქტი, ჰიგიენური საშუალებები...

მეგობრებო, გთხოვთ დავეხმაროთ ქალბატონ ჯულიეტას, არ დავტოვოთ ის მარტო თავის გასაჭირთან, ჩვენ შეგვიძლია მას შევუმსუბუქოთ ტკივილი. მოდით ერთად დავეხმაროთ მათ, ვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანადგომა. ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშია: GE15TB7194336080100003 или GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ჯულიეტა კოშაძე). თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც: chernovetskyifund.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42