სტუდენტურ საპარლამენტო დებატებში „ახალგაზრდობა ევროპისთვის" საქართველოს ცხრა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთნენ
საზოგადოება - 20:39, 12 May, 2019     601

საქართველოს ცხრა სახელმწიფო უნივერსიტეტის 50-მა სტუდენტმა მონაწილეობა მიიღო სტუდენტურ საპარლამენტო დებატებში - „ახალგაზრდობა ევროპისთვის". გამარჯვებულები საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ დააჯილდოვა.

დებატების მიზანი იყო ახალგაზრდობის ჩართულობის გაზრდა საკანონმდებლო პროცესებში, მათი ცნობიერების ამაღლება ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებზე და ასევე, ახალგაზრდებში დებატების უნარ-ჩვევების განვითარება.

საქართველოს პარლამენტის წევრებითა და საქართველოს საგანმანათლებლო დებატების ასოციაციის (სსდა/EDAG) წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ დებატების გამარჯვებულები გამოავლინა.

პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ: მარიამ ხორბალაძე (თსუ) და ნიკა ბრაჭული (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), მეორე ადგილი დაიკავეს: მამუკა ჯუღელმა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) და დავით ხუციშვილმა (თსუ), ხოლო დებატების საუკეთესო სპიკერად ნესტან ვარშანიძე (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) დასახელდა.

ღონისძიება ჩატარდა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, სსდა/EDAG-ის ორგანიზებით და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

„ამ პროექტის ფარგლებში, ბავშვებმა ევროკავშირის, ევროპული ინტეგრაციის პროცესის და პარლამენტის საქმიანობის შესახებ გაიღრმავეს ცოდნა და ამასთან, გაუღვივდათ ინტერესი დებატების ტექნიკის მიმართ. ძალიან კარგია, რომ ჩვენი ახალგაზრდები სტუდენტობიდან ეუფლებიან არგუმენტირებული დებატების ხელოვნებას, სწავლობენ განსხვავებული აზრის მიღებას, ოპონენტის პატივისცემას, კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში საკუთარი მოსაზრებების გაზიარებას. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ახალგაზრდებს და იმედი მაქვს, ისინი მომავალშიც აქტიურად გამოთქვამენ საკუთარ პოზიციას ყველა მათთვის და ჩვენი ქვეყნისთვის აქტუალურ საკითხზე", - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ.

სტუდენტური საპარლამენტო დებატები საქართველოს პარლამენტის მიერ ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილია. ამ აქტივობის ფარგლებში, მონაწილე 50-მა სტუდენტმა გაიარა ინტენსიური ტრენინგი დებატების უნარ-ჩვევებში; მათ ასევე მიეცათ შესაძლებლობა პარლამენტის წევრებთან და დარგის ექსპერტებთან ესაუბრათ საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხებზე, ასოცირების შესახებ შეთანხმების სარგებელსა და გამოწვევებზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42