სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცხოველების სეზონურ საძოვრებზე გადარეკვასთან დაკავშირებით ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტებზე (ბიოუსაფრთხოების პუნქტი) გარეგანი პარაზიტების საწინააღმდეგოდ პირუტყვის დამუშავება დაიწყო. დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში სულ ბიოუსაფრთხოების ექვსი პუნქტი ფუნქციონირებს, სადაცშესაძლებელია როგორც წვრილფეხა, ასევე მსხვილფეხა პირუტყვის დამუშავება და მათი კლინიკური შემოწმება. აღნიშნულ მომსახურებას სახელმწიფო ფერმერებს უსასყიდლოდსთავაზობს. ცხოველთა დამუშავებისას გამოიყენება მაღალი სტანდარტების ინსექტოაკარიციდული პრეპარატები.
გატარებული ღონისძიებების მიზანია ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა ინფექციური და ინვაზიური დაავადებების გადატანა-გავრცელებისაგან.
ბიოუსაფრთხოების პუნქტი ბეტონის საფარით მოწყობილი შემოღობილი ტერიტორიაა, სადაც განთავსებულია პირუტყვის სადეზინსექციო-გასაბანი აუზები, სადეზინსექციო საშხაპეები,წყლის რეზერვუარები, საწყობი, ვეტპუნქტი.

მასალის გამოყენების პირობები






