„თუ დედა არ მოუ**ნა ყველას ერთ წუთში და ერთ საათში...“ - ვისზე აფორმებდა ქონებას დაკავებამდე როენა ხუცურაული (ვიდეო)
საზოგადოება - 23:42, 11 May, 2019     17048

როენა ხუცურაულის საქმის მასალებსა და აუდიომტკიცებულებებში პირველივე პატაკში წერია, რომ პოლიციამ ხუცურაულს იგივე „მამიდას“ და სხვა დაკავებულების საქმეებს გრიფით საიდუმლო დაადო.

როენა ხუცურაულს სამი თვის განმავლობაში ფარულად უსმენდნენ და როგორც აუდიოფაილებიდან ირკვევა, მან ეს იცოდა. სატელეფონო საუბრის დროს ის ცდილობდა არა ტელეფონით, არამედ მოსასმენად უფრო რთული whatsapp-ის აპლიკაციით ესაუბრა.

ფარული სატელეფონო მოსმენების ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ როენა ხუცურაულს, პრობლემები ჰქონდა და დაკავებამდე თვენახევრით ადრე, მთელი მისი ქონების გადაფორმებით იყო დაკავებული.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ხუცურაულმა 2019 წლის მარტში, მის სახელზე გადაიფორმა ბინები საბურთალოზე, ნაძალადევსა და სანზონაში, ასევე სასტუმრო „მამიდა“ გლდანში და მიწის ნაკვეთები თიანეთში. ამავე დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ როენა ხუცურაული ფლობს, მიწის ნაკვეთს აბასთუმანში, ერთი მცირე შენობით. ეს ნაკვეთი სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიას ესაზღვრება.

იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტებში ჩანს, რომ ხუცურაულს ამ მიწის ნაკვეთზე დავა ჰქონდა და საჯარო რეესტრმაც სარეგისტრაციო წარმოება შეუჩერა. როენა ხუცურაული სატელეფონო ჩანაწერებში არ ყვება, თუმცა აუდიოფაილებიდან ირკვევა, რომ სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი პრობლემების გამო გაბრაზებულია.

სასტუმრო „მამიდას“ მფლობელის ადვოკატმა „კურიერთან“ საუბრისას თქვა, რომ დაკავება შესაძლოა იმ ქონებრივ დავას უკავშირდებოდეს, რომელიც მიწის ნაკვეთების გამო როენა ხუცურაულს ჰქონდა.

როენა ხუცურაულის საქმეში, ფარული მოსმენის ათობით ჩანაწერი და ასობით sms-ია. ჩანაწერებიდან, დგინდება, რომ ხუცურაული სასტუმრო „მამიდას“ მართვაში თავად მონაწილეობდა.

რატომ დასჭირდა პოლიციას როენა ხუცურაულის საჩვენებელი დაკავება, უცნობია. კადრებში, რომელიც პოლიციამ გაავრცელა, ხუცურაულს დაკავების მომენტში, სხვადასხვა ტანსაცმელია აცვია. ბინაში ხელბორკილების დადების დროს, ის კადრებში სხვა კაბით ჩანს, სადარბაზოდან გამოყვანის დროს კი სხვა ტანსაცმელი აცვია.

სატელეფონო საუბრების ჩანაწერებიდან, ირკვევა, რომ ხუცურაული სასტუმროს მართვაში თავად მონაწილეობდა და თავად ანაწილებდა, ვის რა პოზიციაზე და რამდენი ხანი უნდა ემუშავა. ირკვევა, რომ სასტუმრო „მამიდაში“ დასაქმების მსურველი ბევრი იყო, მათ შორის უცხოეთის მოქალაქეებიც.

„მამიდას“ მფლობელი დღეს წინასწარი პატიმრობა გაათავისუფლეს, თუმცა მუხლი, რომელითაც ხუცურაულის წინააღმდეგ ძიება მიმდინარეობს, 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42