4 ადამიანის ჩაცხრილვაში სავარაუდოდ ყოფილი სპეცრაზმელი ფიგურირებს - ყანდაურაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის სკანდალური დეტალები (ვიდეო)
საზოგადოება - 21:24, 11 May, 2019     25885

შაბათის კურიერმა ყანდაურაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ დამატებითი დეტალები გაარკვია, რომლის მიხედვითაც 80 წელს გადაცილებული მამაკაცი, რომელიც 4 ადამიანის მკვლელობაშია ბრალდებული, შესაძლოა უდანაშაულო აღმოჩნდეს. საქმეში ფიგურირებს ყოფილი სპეცრაზმელი ნოდარ გამყრელიძე.

შემზარავი მკვლელობები სოფელ ყანდაურაში - 85 წლის მოხუცი შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 ადამიანის მკვლელად მყარი მტკიცებულებების გარეშე გამოაცხადა.

სოფელ ყანდაურაში მდებარე სახლი, სადაც 4 ადამიანი მოკლეს, პოლიციას განსაკუთრებულ კონტროლზე აქვს აყვანილი. შსს-მ საგანგებო ზომები მას შემდეგ მიიღო, რაც, სავარაუდოდ, მიხვდნენ, რომ 85 წლის მოხუცი 2 ცეცხლსასროლი იარაღიდან მიჯრით სროლას ვერ შეძლებდა და რამდენიმეწუთიანი ინტერვალით შვილს, რძალს და კიდევ 2 მეზობელს მარტო ვერ მოკლავდა.

„კურიერის“ ინფორმაციით, გამოძიება სხვა პირს ან პირებს ეძებს, რომლებიც სასტიკ დანაშაულში ფიგურირებენ, თუმცა ვიდრე პოლიცია მტკიცებულებებს მხოლოდ 85 წლის მოხუცზე აგროვებდა, ისინი მიიმალნენ.

ომარ გამყრელიძეზე პოლიციამ ეჭვი მხოლოდ იმ მოტივით მიიტანა, რომ ის ერთადერთი ადამიანია, ვინც 4 ადამიანის მკვლელობის დროს სახლში იყო და ცოცხალი გადარჩა. ამიტომ 4 ადამიანის მკვლელობის ბრალი წაუყენეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

ფრიდონ გამყრელიძე, რომელსაც მეუღლე და ერთადერთი ბიჭი მოუკლეს, დარწმუნებულია, რომ მკვლელობაში მთავარი დამნაშავე, გამოძიებას დაკავებული არ ჰყავს.

პოლიციამ ჯერ ვერ დაადგინა, რა მოტივი ამოძრავებდა შეიარაღებულს, როცა ცეცხლი უდანაშაულო ადამიანებს გაუხსნა. სამართალდამცველებმა ამ დრომდე ვერც მკვლელობის ის იარაღი, რომლითაც გარდაცვლილებს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.

ომარ გამყრელიძის 51 წლის შვილი, ნოდარ გამყრელიძე, რომელიც ყოფილი სპეცრაზმელია, ერთ კვირაზე მეტია, არავის უნახავს. მასთან გამოძიებას ყველაზე მეტი კითხვა აქვს, მაგრამ ის არც სამართალდამცველებთან გამოჩენილა და არც სოფელ ყანდაურაში დაკრძალვაზე ჩასულა.

გამომძიებლებს ნოდარ გამყრელიძესთან დაკავშირებით ყველა გამოკითხული პირიდან აინტერესებდათ ინფორმაცია, სოფელში ვისთან ახლობლობდა და იცოდნენ თუ არა რამ, რომ ის ქვეყნის დატოვებას ზუსტად სასტიკი მკვლელობის დღეს აპირებდა.

გამოძიებამ ასევე გამოკითხა ნოდარ გამყრელიძის შვილი, რომელიც გახმაურებული მკვლელობის დღეს სოფელ ყანდაურაში იმყოფებოდა. დანაშაულს კი მხოლოდ რამდენიმე წუთით აცდა.

თუ ერთი კვირის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ საქმე გახსნილია და გამოძიება რეალურ დამნაშავემდე გავიდა, დღეს უკვე ძალოვან უწყებას განმარტებების გაკეთება აღარ უნდა. შს მინისტრის მოადგილემ „კურიერის“ კითხვებს არ უპასუხა, თუ რა მტკიცებულებები აქვთ ომარ გამყრელიძის დანაშაულის დასამტკიცებლად და რატომ დაინტერესდნენ მოგვიანებით სხვა პირებით.

უკავშირდება თუ არა ნოდარ გამყრელიძის საეჭვო გაუჩინარება სასტიკ დანაშაულს, თუ ეს არის უბრალოდ დამთხვევა, გამოძიებას ამ კითხვაზე პასუხის მიღება უჭირს.


ვრცლად იხილეთ rustavi2.ge








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42