რამდენიმე ხანი დაკავშირება ვერ ხერხდებოდა 16 ადამიანთან. რომლებიც თუშეთის გზაზე იყვნენ ჩარჩენილები, მათ შორის 10 მწყემსი და საგზაო სამსახურის 6 თანამშრომელია. საბოლოოს მათთან კავშირზე გასვლა მოხერხდა და ცნობილი გახდა, რომ ისინი უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან.
გადაუღებელმა წვიმებმა პრობლემები შექმნეს კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც. ადიდებულმა ალაზანმა გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი საავტომობილო მაგისტრალი და მიმდებარე ტერიტორიები დატბორა, მათ შორის სასოფლო- სამეურნეო სავარგულები. ყვარელში პრობლემები დინარე დურუჯმა შექმნა. დასეტყვილია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელი არბოშიკიც, სადაც დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო ნარგავები, ვენახები და ერთწლიანი კულტურები.
კახეთის გუბერნატორის თქმით, ზიანი მნიშვნელოვანია და ჯერჯერობით თუშეთისაკენ მიმავალი გზის გახსნაზე საუბარი ნაადრევია. ამის შესახებ ირაკლი ქადაგიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფი დაზიანებული ინფრასტრუქტურის სრულ ინვენტარიზაციას ჩაატარებს. გარდა ამისა, მთავრობა სტიქიით დაზარალებულ ფერმერებს ბანკებთან სესხის შესაბამისი გრაფიკით გადახდაზე შუამდგომლობას გაუწევს.
მასალის გამოყენების პირობები






