"ხშირად შიმშილობს, რადგან პენსიის დიდ ნაწილს ავადმყოფ შვილიშვილს აძლევს..." - 81 წლის ინგა კარიაული გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს
საზოგადოება - 10:24, 11 May, 2019     1152
81 წლის ინგა კარიაული გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. ადამიანების გულგრილობამ და საშინელმა საცხოვრებელმა პირობებმა გაუსაძლისად აქცია მისი ყოფა. იგი ონკოლოგიური სენით არის დაავადებული და უკვე რამდენიმე წელია, პრაქტიკულად ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად. მას, აგრეთვე, აწუხებს ჰიპერტონია, გულის იშემიური დაავადება, ჰაერის უკმარისობა, დაქვეითებული აქვს მხედველობა. ინგა კარიაული ხშირად შიმშილობს, რამეთუ პენსიის დიდ ნაწილს I ჯგუფის ინვალიდ შვილიშვილს აძლევს.


ჩვენ გავესაუბრეთ ქალბატონ ინგას და ვთხოვეთ გაეზიარებინა თავისი პრობლემები:

- როგორ ახერხებთ არსებობას ასეთ გაუსაძლის პირობებში?

ინგა კარიაული: უფლის წყალობით! ჩერნოვეცკის ფონდი ხომ სწორედ ღმერთმა გამომიგზავნა. უკვე რამდენი წელია, მხოლოდ ეს ფონდი ზრუნავს ჩემზე. რამდენიმე წლის წინ აღმომაჩნდა ავთვისებიანი სიმსივნე, ოპერაცია არ დამჭირდა. გამიკეთდა ქიმიური დასხივება და მითხრეს - არაფერზე არ ინერვიულოო, იცოცხლებო. მადლობა, რა თქმა უნდა ყველაფრისთვის, მაგრამ ამის შემდეგ ჩემი ცხოვრება გაუსაძლისი გახდა, მიწევს ყოველდღიური ბრძოლა არსებობისთვის...

- კონკრეტულად, რა დახმარებას გიწევთ ჩერნოვეცკის ფონდი?

ინგა კარიაული: მე ვიმყოფები „შინ მოვლის“ პროგრამის აღრიცხვაზე. ხშირად მაკითხავენ თქვენი ექიმები, მედდები თითქმის ყოველდღე მოდიან ჩემთან. საოცარი ხალხია, როგორც საკუთარ ბებიას ისე მექცევიან. წნევას მიზომავენ, წამლები მოაქვთ, ნემსებს მიკეთებენ...

-მოგვიყევით თქვენს შესახებ, რა პროფესიის ბრძანდებით, სად მუშაობდით?

ინგა კარიაული: პროფესიით ქიმიკოს-ბიოლოგი ვარ, ვმუშაობდი სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. დაქორწინებული ვიყავი, მაგრამ მალევე დავშორდით და დავრჩით მე და ჩემი გოგონა მარტოები. 1989 წელს ეროვნული მოძრაობის აქციებში ვღებულობდი მონაწილეობას. დღემდე ვერ ვივიწყებ 9 აპრილს, როგორ სასტიკად გაუმკლავდა რუსული არმია მშვიდობიან მომიტინგეებს...

- თქვენც დაშავდით ამ აქციების დროს?

ინგა კარიაული: ცრემლსადენი გაზით მოვიწამლე და რამდენიმე თვე ვმკურნალობდი სტაციონარში. როგორც პროფესიონალმა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს არ იყო ცრემლსადენი გაზი, ეს იყო ქიმიური ნივთიერება.

- თქვენთან შემოსვლისთანავე იგრძნობა საშინელი ნესტის სუნი...

ინგა კარიაული: ხომ ხედავთ, რა გაუსაძლისი პირობებია. ნესტისგან კედლები დაობებულია, იატაკი სადაცაა ჩაინგრევა, სიარულიც კი საშიშია, ზამთარში ფანჯრებიდან ქარი უბერავს... მოკლედ, საშინელი პირობები მაქვს.

- როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე?

ინგა კარიაული: ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს, ძვლები სულ მტკივა, მაღალი წნევის გამო გაუთავებელი თავბრუსხვევები მაქვს, გული მაწუხებს...

- როგორია დღეს თქვენი შემოსავალი?

ინგა კარიაული: წამლები თქვენი ფონდის მედდებს მოაქვთ. როგორც უკვე ვთქვი, პენსიას და სოციალურ დახმარებას ავადმყოფ შვილიშვილს ვაძლევ, ჩემთვის მინიმუმს ვიტოვებ. ისეთი საშინელი დაავადება სჭირს, რომ უამრავ თანხებს მოითხოვს.

მეგობრებო, თქვენს დახმარებას და თანადგომას ელოდება ქალბატონი ინგა! მისთვის აუცილებელია მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები, საკვები პროდუქტი!

ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშია GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ინგა კარიაული). თანხის გადარიცხვა ხდება ჩვენი საიტიდანაც https://chernovetskyifund.ge/ge/projects/451-kariauli/?fbclid=IwAR1qq_DL_x0NpoHY7BbGV-DDFmRhOjzOqHhrHNcThbkdngN6-Q5zNHPgvcI





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42