თსუ-ში მოთხრობების ოსურენოვანი წიგნის „მესაფლავენი“ პრეზენტაცია გაიმართა
საზოგადოება - 20:25, 09 May, 2019     894

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1990-იანი წლების ომის პერიოდში ქართულ-ოსური ურთიერთობების ამსახველი წიგნის „მესაფლავენი“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის ავტორია გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი. მოთხრობების კრებული ოსურ ენაზე თსუ ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევით ცენტრში რაზიატ ქუმარითოვამ თარგმნა.

პრეზენტაციას თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა გაფრინდაშვილი, თსუ ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ნაირა ბეპიევა, პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

„მესაფლავენი“ გზავნილია ოსი ხალხისადმი, რომ ქართულ-ოსურ ძმობას ალტერნატივა არ გააჩნია. ვფიქრობ, ამ წიგნს ქართულ-ოსური ურთიერთობის, მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის აღდგენის საქმეში, თავისი მოკრძალებული დანიშნულება აქვს,“ - აღნიშნავს წიგნის ავტორი გიორგი სოსიაშვილი.

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა გაფრინდაშვილის თქმით, მოთხრობათა კრებული ქართულ-ოსური ურთიერთობის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს. „გიორგი სოსიაშვილის წიგნი ქართულ-ოსური ურთიერთობების ფაქიზ საკითხებს უკავშირდება. მნიშვნელოვანია, რომ კრებულს, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ მცხოვრები ჩვენი ოსი მეგობრები მშობლიურ ენაზე გაეცნობიან,“ - განაცხადა ნანა გაფრინდაშვილმა.

„კრებულში არის ასეთი მოთხრობა: „ტყვეები“, რომელშიც სიმბოლურად, ორი ძმა ებრძვის ერთმანეთს, ერთი ოსების მხარეს, მეორე კი ქართველების მხარეს. ისინი ბრძოლის ველზე ხვდებიან ერთმანეთს. მე ვფიქრობ, ომის პერიოდში, ქართველებისა და ოსების დაპირისპირების დროს, სწორედ ასეთი დამოკიდებულება ჩამოყალიბდა. ეს, რასაკვირველია, მიუღებელია. ჩვენმა ცენტრმა წიგნი იმ იმედით გამოსცა, რომ ქართულ-ოსური ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდება და ის ნარატივი, რომ ჩვენ ერთმანეთის მეგობრები ვართ, კიდევ უფრო გაძლიერდება,“ - აღნიშნა თსუ ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა ნაირა ბეპიევამ.

მოთხრობების კრებული თსუ ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მხარდაჭერით და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის დაფინანსებით გამოიცა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42