„*დაინერგოს სატრანსპორტო საშუალებათა ეკოლოგიური კლასიფიკაცია
*თბილისის მასშტაბით, მოსაკრებელი დაწესდეს ძრავის მოცულობის მიხედვით. შესაბამისად, შეღავათიანი პირობებით ისარგებლებს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი, რომელიც უფრო ნაკლები მოცულობის ძრავის ავტომანქანას მართავს. რაც უფრო დიდი მოცულობის ძრავი აქვს ტრანსპორტს, მით მეტია გამონაბოლქვი და ჰაერის დაბინძურება. უნდა არსებობდეს წახალისება მათთვის, ვინც ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს მართავს
*ერთ ოჯახში 3 და მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობა დამატებითი მოსაკრებლით განისაზღვროს
* შემუშავდეს შეღავათების სპეციალური სახელმწიფო პროგრამა, რომელიც წაახალისებს სტუდენტების მიერ ველოსიპედებისა და სხვა ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის გამოყენებასა და ფეხით სიარულს
*თბილისის ძველ უბნებში (მაგალითად, სოლოლაკი), რომელიც გამოირჩევა ინტენსიური დასახლებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებითა და საცობებით, თან, ტურისტულად მიმზიდველია, აიკრძალოს ყველანაირი ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება. გამონაკლისი შეიძლება იყოს ადგილობრივი მოსახლეობის ჰიბრიდული და ელექტროტრანსპორტი. ეს არა მხოლოდ გააუმჯობესებს ჰაერის ხარისხს ქალაქის ცენტრში, არამედ გამოათავისუფლებს ავტოსადგომის ტერიტორიებს. შედეგად, გაფართოვდება საფეხმავლო ადგილები, მეტად განვითარდება კაფე-რესტორნების ქსელი და, შესაბამისად, გაიზრდება ტურისტული პოტენციალი
*ქალაქის ცენტრი ერთ-ერთი მძიმედ დაბინძურებული ადგილია. თბილისის მერიამ განიხილოს იმის შესაძლებლობა, რომ შოთა რუსთაველის გამზირი კვირაში ერთხელ (მაგალითად, კვირა დღეს) დაიკეტოს ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის და გაიხსნას მხოლოდ ქვეითთათვის. საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის შესაძლებელია გამზირზე არსებული 6 საავტომობილო ხაზიდან მხოლოდ ერთი ფუნქციონირებდეს. მსგავსი მიდგომა გამოიყენება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. საკითხი საჭიროებს დამატებით ანალიზს და სხვადასხვა შესაძლო გვერდითი ეფექტის გათვალისწინებას
*ზეპირ მოსმენებზე თბილისი მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ, აღნიშნა ძალიან საინტერესო ინიციატივა - ქალაქის გარეუბნებიდან ცენტრის მიმართულებით მოსახლეობის გადაადგილება საბაგიროს მეშვეობით. სამუშაო ჯგუფი მიიჩნევს, რომ გაჟღერებულიინოვაციური ინფრასტრუქტურული პროექტის იდეა ძალიან დროულია და მნიშვნელოვანროლს ითამაშებს ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობისა და, რაც მთავარია, ჰაერის დაბინძურების შემცირების კუთხით.“- ნათქვამია მოკვლევაში.
მასალის გამოყენების პირობები






