„ამათი მიზანია დამიჭირონ, ჩემს ზურგს უკან დგას ძალიან ბევრი ხალხი“ – მალხაზ მაჩალიკაშვილი
საზოგადოება - 13:13, 09 May, 2019     744

მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დღეს არ მივიდა. მისი განცხადებით, იგი ხვალ აპირებს უწყებაში მისვლას. მას რამდენიმე წუთის წინ სუს–ის წარმომადგენლებმა გადასცეს უწყება, რომლის მიხედვითაც იგი მოწმის სახით არის დაკითხვაზე დაბარებული. შვილმოკლულმა მამამ ოქმი არ ჩაიბარა.

„ამ წელიწადნახევარში პირველი დღიდან სულ ამას ცდილობდნენ გაენადგურებინათ ვახა, გაენადგურებინათ თემირლანის საქმე და იმას ცდილობენ და უნდათ ძალით, ძალიან გულით უნდათ იმათ, რომ იმას, რომ მიაღწიონ მაგრამ ეს არ მოხდება. ამათი ერთადერთი მიზანი არის ის და თუნდაც მე რომ დამიჭირონ მათდა საუბედუროდ ჩემს ზურგს უკან დგას ძალიან ბევრი ხალხი. გუშინ, ევროპაში მთელი ქართველთა დიასპორა, მთელი ჩეჩენ-ინგუშეთთა დიასპორა შეიკრიბა. ეს ამათ არ შერჩებათ. ამათ რაც ახლა გამოაქვეყნეს ეს განცხადება, სუს-მა დაუსვა თავის ისტორიას წერტილი. ამათ შეეძლოთ ერთი სიტყვით ეს 9 თვე, რომ აქ არ გამეტარებინა მე. ერთი სიტყვით, დიახ, ბოდიშით ბატონო ვახა, ჩვენ მოგვივიდა შეცდომა. რატომ არ იძახიან შურისძიების მცდელობას, რატომ არ იძახიან მკვლელობის მცდელობას, იმიტომ რომ შურისძიების მცდელობას რომ იტყვიან ამას ყველა მიხვდება. როდის იძიებს კაცი შურს? როცა არაფერში დამნაშავე არ არის და მოგიკლავენ ვიღაცას. აი ამიტომ არ იძახიან და პირდაპირ იმ კონტექსტში გადაიტანეს ტერაქტის მცდელობა. სირცხვილი ამათ, სირცხვილი ამ უღირსებს,“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ხელისუფლებას მიზანმიმართულ დევნაში ადანაშაულებს თემირლან მაჩალიკაშვილის დედა.

„ამაზე უარესი არ იყო ფოფხაძე? ჩვენ უბრალო ხალხი ვართ, გლეხი ხალხი ვართ, გამწარებულები ვართ, გულნატკენები ვართ მა ხელისუფლებისგან განადგურებულები ვართ. ჩვენს სიცოცხლეს აზრიც არ აქვს დღეს. რა მიზნით განცხადება გააკეთა ფოფხაძემ ან რა ჰქონდა ისეთი ტრაგედია, რომ პარლამენტში შევალ და თავს ტროტილით ავიფეთქებო. რა ბრალდება წაუყენეს და რეაგირება მოახდინეს? ან ტერორისტი უწოდეს? უბრალო რამეზე რომ ჩემს მეუღლეს ტერორისტობასაც აბრალებენ ვერა და ვერ გაძღა ეს ხელისუფლება ჩვენი ტრაგედიით,“-განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42