სტამბოლში განმეორებითი არჩევნები დაინიშნა - ერდოღანი დათმობას არ აპირებს, ოპოზიცია უფრო დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადება
მსოფლიო - 12:28, 07 May, 2019     1254


იმამოღლუს მხარდამჭერები ამომრჩევლებს სიმშვიდისკებ მოუწოდებენ:

„ვიყოთ ერთად და მშვიდად... ჩვენ გავიმარჯვებთ, კიდევ ერთხელ გავიმარჯვებთ.“- აცხადებენ ოპოზიციის მხარდამჭერები.

31 მარტს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები, ერთგვარად ერდოღანის მმართველობასთან დაკავშირებით ჩატარებულ რეფერენდუმად ითვლებოდა, სტამბოლის მერის პოსტიდ ოპოზიციის ხელში გადასვლა, ერდოღანისთვის მძიმე დარტყმა გახდა. 1994 წელს ის თავად გახდა სტამბოლის მერი და განაცხადა, რომ „ვინც მართავს სტამბოლს, მართავს ქვეყანას.“

როგორც საერთაშორისო მედია წერს ერდოღანის სტამბოლს ბრძოლის გარეშე არ დათმობს და ის მოწადინებულია, რომ ქვეყნის ეკონომიკურ დედაქალაქზე კონტროლი დაიბრუნოს. ერდოღანის სტრატეგია დიდ რისკებს შეიცავს, თურქული ლირის კურსი, რომელიც ბოლო წელს 30% დაეცა, ისევ აგრძელებს გაუფასურებას. პოლიტიკური არასტაბილურობა დააიანებს ეკონომიკასაც, რომელიც უკვე ისედაც რეცესიას განიცდის, სწორედ ეკონომიკური პრობლემები გახდა ერდოღანის და მისი პარტიის დამარცხების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სტამბოლში. ამასთამ ეკრემ იმამოღლუს პოპულარობა, რომელიც ოფიციალურად იქნა სტამბოლის მერად გამოცხადებული აპრილში, სწრაფად იზრდება, ის მოწონს არა მხოლოდ თავისო პარტიის მხარდამჭერებს, არამედ სხვა ამომრჩევლებსაც. განმეორებითი არჩევნები შესაძლოა ოპოზიციის უფრო დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდეს, თუ მმართველმა პარტიამ ძლიერი ზეწოლა არ განაცორციელა ამომრჩეველზე, რასაც მისი მხარდამჭერები შიშობენ.

ამ საკითხზე თავად ერდოღანის პარტიაშიც არაა ერთსულოვნება, მისი მთავარი მომხრეები დარწმუნებულები არიან, რომ მარტში არჩევნები გაყალბდა, მაგრამ პარტიის ბევრი წევრი აღიარებს, რომ დამარცხდნენ და თვლიან, რომ ამის უარყოფა ძირს გამოყთხრის თურქეთში დემოკრატიის ბოლო ნარჩენებს.

არჩევნების შედეგების გაუქმება დაგმო ევროკავშირმა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის ფედერიკა მოგერინისა და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისრის იოჰანეს ჰანის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება სტამბოლის მერის არჩევნების შედეგების გაუქმებასა და ახალი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება დემოკრატიული საარჩევნო პროცესის იდეას.


მომზადებულია bbc-ის მიხედვით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42