გამოცხადდა მედია კონკურსი - „ჟურნალისტები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისთვის 2019“- CSRDG
საზოგადოება - 13:51, 07 May, 2019     1032

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) აცხადებს 2019 წლის მედია კონკურსს „ჟურნალისტები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისთვის“.
ყოველწლიური კონკურსი CSRDG-ის მიერ, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით, 1 წლის წინ დაფუძნდა. იგი ქართულ მედია სივრცეში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) აქტიური და სწორი გაშუქების ხელშეწყობას და ამ გზით CSR-ის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და საზოგადოების მხრიდან კონცეფციის სწორი აღქმის დამკვიდრებას ისახავს მიზნად.

კონკურსი მოიცავს შემდეგ კატეგორიებს: 1. სტატია; 2. სატელევიზიო სიუჟეტი; 3. მულტიმედია, ვიდეო მასალა; 4. რადიო; 5. ბლოგი. საკონკურსოდ წარმოდგენილი მასალა გამოქვეყნებული/გასული უნდა იყოს 2019 წლის 1 მაისიდან, 31 ოქტომბრამდე პერიოდში საქართველოში რეგისტიტრებულ მედია საშუალებაში ან ბლოგის მეშვეობით. გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრიზი. კონკურსის მხარდამჭერმა კომპანიამ Japan Tobacco International (JTI) დააწესა სპეციალური პრიზი ორი გამარჯვებული ჟურნალისტისთვის, რომლებიც კომპანიის მხარდაჭერით ევროპის საგაზეთო კონგრესზე (European Newspaper Congress) გაემგზავრებიან.

CSRDG პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, აქტიურად მუშაობს ცენტრალურ და რეგიონულ მედიასთან, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ცნების პოპულარიზაციისა და საზოგადოების მხრიდან კონცეფციის სწორი აღქმის დამკვიდრების მიზნით. 2018 წლის მედია კონკურსის ფარგლებში 28 მონაწილეს შორის 5 გამარჯვებული დაჯილდოვდა. კონკურსს წინ უძღვოდა წარმატებით გამართული ტრენინგები ცენტრალური და რეგიონული მედიის წარმომადგენლებისათვის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თემაზე.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს - www.csrdg.ge

პროექტის შესახებ ინფორმაცია: „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ (2017-2020) მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ და განამტკიცოს კავშირები სხვა აქტორებთან. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.
ინფორმაცია განმახორციელები ორგანიზაციის შესახებ: “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” (CSRDG) არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1995 წელს. CSRDG არის პირველი ქართული ორგანიზაცია, რომელმაც მოამზადა და გამოსცა: მდგრადი განვითარების ანგარიში „ანგარიშგების გლობალური ინიციატივის“ (GRI) საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით; პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო CSR-ზე საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის; ვრცელი ანალიტიკური კვლევა „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და საჯარო სექტორის როლი“ (ანალიტიკური მიმოხილვა და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას).

შეგახსენებთ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, მიმდინარე წელს, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, მედია კონკურსის „ჟურნალისტები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისთვის“ 5 გამარჯვებული დაჯილდოვდა. გამარჯვებულები 28 მონაწილეს შორის შეირჩნენ და დაჯილდოვდნენ შემდეგ კატეგორიებში: ა) სატელევიზიო სიუჟეტი - ლილი (ხატია) ალფაიძე - Business Media Georgia; ბ) რადიო - ნინო ხუგაშვილი - რადიო იმედი; გ) სტატია - შორენა ლაბაძე - ჟურნალი “გზა” (პალიტრა მედია ჰოლდინგი); დ) მულტიმედია - ანა კობაიძე - www.newposts.ge; ე) ბლოგი - მარიკა (მარინე) მჭედლიძე - Forbes Georgia. კონკურსში წარდგენილი ნამუშევრები შეფასდა დამოუკიდებელი საკონკურსო კომისიის მიერ. გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი პრიზი 2000 ლარის ოდენობით.

მედია კონკურსის პარტნიორმა კომპანიამ Japan Tobacco International (JTI) გამარჯვებულ კონკურსანტებს შორის საკუთარი რჩეული 2 ჟურნალისტი, შორენა ლაბაძე (სტატია) და ანა კობაიძე (მულტიმედია), შეარჩიეს, რომლებიც კომპანიის მხარდაჭერით მაისში გამართულ European Newspaper Congress-ზე გაემგზავრებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42