5 მაისიდან რუსეთში, სხვადასხვა მესენჯერებში აბონენტთა დარეგისტრირები გართულებული წესი შემოდის, რაც ამასთან ერთად სხვადასხვა სპეციალურ სამსახურებს მესენჯერების მომხმარებელის კონტროლის საშუალებას აძლევს.
Viber, WhatsApp, Telegram და სხვა მესენჯერებში რეგისრაციისას, უბრალოდ სმს-კოდით რეგისტრაციამდე, მესენჯერის ადმინისტრაცია ვალდებულია რუსეთში მოქმედ მობილურ ოპერატორებს გადასცეს ახალი აბონენტის რეგისტრაციის მოთხოვნა, რომელიც მას დადებით ან უარყოფით პასუხს 20 წუთის შემდეგ გადასცემს.
ამ დროის განმავლობაში მობილური ოპერატორი შეამოწმებს, ემთხვევა თუ არა აბონენტის მონაცემები მის ქსელში დარეგისტრირებულ ნომრის მონაცემებს. თუ მონაცემები დაემთხვა, იგი მიიღებს უნიკალურ ნომერს, მას ოპერატორის სპეციალურ რეესტრში შეიყვანენ, სადაც მითითებული იქნება, თუ რა სერვისით სარგებლობს ის.
აქედდან გამომდინარე, მესენჯერი იძულებული ხდება მობილურ ოპერატორებთან დაამყაროს კონტაქტი და ვეღარ შემოიფარგლება კლიენტის სმს კოდით ვერიფიკაციის ჩვეულებრივი მეთოდით, როგორც ეს ყველა სხვა ქვეყანაში მოქმედებს. თუ მესენჯერის ადმინისტრაცია უარს განაცხადებს ამ სახის ურთიერთობებზე, მას 1 მილიონი რუბლის ჯარიმის გადახდა მოუწევს, ხოლო შემდგომ მისი მოქმედება შეიძლება საერთოდაც აკრძალონ.
მასალის გამოყენების პირობები






