“ობლობით და გაჭირვებით გავზარდე, დედა მოგიკვდეს, ვის შეალიე შენი სილამაზე შვილო..." - ყანდაურაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის დეტალები
საზოგადოება - 20:48, 03 May, 2019     2131

საზარელი მკვლელობა სოფელ ყანდაურაში – 85 წლის მამაკაცის მიერ ჩადენილი მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია. ოჯახის ახლობლების თქმით, მათთვის უცნობია, რატომ მოკლა მამაკაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი, დაჭრილია მკვლელობაში ბრალდებულის ცოლიც. მეზობლები კი ამბობენ, რომ ბრალდებულს მკვლელობა წინასწარ განზრახული ჰქონდა, მან ნათესავებს, რომლებიც მეზობლად ცხოვრობენ სთხოვა მასთან სახლში მისულიყვნენ, რადგან მეუღლე შეუძლოდ იყო.

„მოკლულები არიან ჩემი ძმისცოლი და ძმისშვილი, მაგრამ დეტალებში რა მოხდა, საშველად დაუძახია ამ კაცს, მკვლელს, რომ მოგვხედეთო. ესენი გაქცეულან, მერე როგორც ვიცი, ცოტა ხანში ჩემი ძმისშვილი დაუცია, არ ვიცი, რა იარაღი ჰქონდა, მერე ჩემი ძმის ცოლისთვის, მერე შვილისთვის და მერე შვილის ცოლისთვის,“ – ამბობს ერთ-ერთი ახლობელი.

ადგილობრივების თქმით, 85 წლის მამაკაცის მეუღლეს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის უკიდურესად მძიმეა. არსებული ინფორმაციით, ბრალდებულმა 85 წლის მამაკაცმა დანაშაულის ჩადენის დროს ორი იარაღი გამოიყენა.

ბრალდებულის რძლის დედა, ლილი სოლოღნიშვილი ამბობს, რომ დაკავებული კონფლიქტურია.

„სულ ჩხუბი ჰქონდათ მამას და შვილს, მერე წამოვიდნენ თავიანთთვის მაღლა ცხოვრობდნენ, შერიგდნენ და ამ დილას ძროხები რომ ამოურეკია, შესულა ამათ სანახავად, რამ მოუარათ, არ ვიცი. მე დამირეკეს მოწამლულიაო, რა მოწამლული, თურმე დახოცა იარაღით. სულ გადამტერებული ჰყავდა ჩემს შვილს. ის კაცი ძალიან მოურიგებელი კაცი იყო, სულ ეჩხუბებოდათ… გვიან მოვედი და დახოცილები გარეთ ეყარნენ. სანამ მოკლავდა ლელას დაუყვირია, გვიშველეთო. ბიძაშვილები არიან, ამოსულან და ისინიც დაუხოცია,“ – ამბობს გარდაცვლილის დედა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ადგილზე დააკავეს. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ზურაბ ბერიკაშვილის განცხადებით, ამოღებულია დანაშაულის იარაღებიც.

„შემთხვევის ადგილზე ვახორციელებთ გამოძიებას, დანაშაული ჩადენილია დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით. დამნაშავე პირი დაკავებულია, ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი და მიმდინარეობს სხვა საგამოძიებო მოქმედებები,“ – განაცხადა ზურაბ ბერიკაშვილმა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42