ელისო ბოლქვაძის პრესკონფერენცია ბათუმის რიგით მეშვიდე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალთან დაკავშირებით
საზოგადოება - 19:42, 03 May, 2019     994
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დღეს, ბათუმის რიგით მეშვიდე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალთან - Batumi Black Sea Music and Art Festival დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ფესტივალის დამფუძნებელი ელისო ბოლქვაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი ქეთევან კანდელაკი უძღვებოდნენ.

როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ერთადერთია საქართველოში, რომელიც უკვე მესამედ, იუნესკოს მაღალი პატრონაჟითა და სახელმწიფოს სრული ხელშეწყობით იმართება.

ელისო ბოლქვაძის განცხადებით, ფესტივალი ასევე საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟი მიენიჭა.

„1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით ფესტივალზე გველოდება მრავალფეროვანი პროგრამა, რომელიც სხვადასხვა კომპონენტისგან იქნება შემდგარი. წარმოდგენილი იქნება, როგორც კლასიკური მუსიკა, ისე საგანმანათლებლო და ახალგაზრდების თემატიკა, ასევე სახვითი ხელოვნების კომპონენტი.

სწორედ ამიტომ, წელს ფესტივალი ჩატარდება ახალი სახელწოდებით:შავი ზღვის ხელოვნების და მუსიკის ფესტივალი - Batumi Black Sea Music and Art Festival, რაც მეტი განვითარებისა და მრავალი მიმართულების შეთავსების საშუალებას მოგვცემს, იმისათვის, რომ მეტად წარმოვადგინოთ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ევროპული მისწრაფებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. მეტი ევროპა საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში - სწორედ ეს იქნება ჩვენი ფესტივალისთვის ახალი მიმართულება“,-აღნიშნა ელოსო ბოლქვაძემ.

დაარსების დღიდან ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ახალგაზრდა ქართველი ტალანტების ხელშეწყობაა. მასტერკლასების ფორმატში საგანმანათლებლო პროგრამების ინტეგრირება ინოვაციური მეთოდებით ხდება, რაც ხელს უწყობს ახალგაზრდების მუსიკალური ცნობიერების ამაღლებას. ფესტივალში მონაწილეობის მიღება მუსიკოსებს საქართველოს ყველა რეგიონიდან შეუძლიათ. გამორჩეულნი მიწვეული იქნებიან საზღვარგარეთ საერთაშორისო პროგრამებში და კონცერტებში მონაწილეობის მისაღებად. ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად 300-მდე ახალგაზრდის მონაწილეობით დაგეგმილია მუსიკალური არტ-ბანაკის ჩატარება.

ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით წელს „Batumi Black Sea Music and Art Festival“ 1-10 სექტემბერს გაიმართება. ქართველი პიანისტის, იუნესკოს არტისტის, ელისო ბოლქვაძის მოწვევით, ბათუმს მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები ესტუმრებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42