"ისეთი მწარე ტკივილებია, რომ ვერ გავუძლებ" - მარტოხელა დედა-შვილის უმძიმესი მდგომარეობა, რომელთაც საზოგადოების დახმარება სჭირდება
საზოგადოება - 10:19, 03 May, 2019     1480

ონკოლოგიური სენით დაავადებული მარტოხელა დედა იბრძვის სიცოცხლისთვის. ახალგაზრდა ქალი სასოწარკვეთამ მოიცვა. მას მოსვენებას არ ძლევს ფიქრი იმაზე, თუ რა ეშველება მის 10 წლის ბიჭუნას.

33 წლის ლელა ალადაშვილი - მარტოხელა დედაა. მეუღლემ იგი მიატოვა როდესაც 5 თვის ორსული იყო. მისი მშობლები გარდაცვლილნი არიან, ხოლო ნათესავები არ ეკონტაქტებიან. 10 წელია, რაც იგი მარტო ზრდის შოთიკოს, რომელიც ეხმარება დედას შეძლებისდაგვარად და ლოცულობს, რომ მან დიდხანს იცოცხლოს. ბოლო დროს, ბიჭუნასაც გაუჩნდა პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. კერძოდ, ქუსლების ტკივილი აწუხებს. დედა-შვილის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, მათ თბილისში წასასვლელი ფულიც არ აქვთ, რომ გამოკვლევა ჩაიტარონ.

ლელას და მის შვილს მეზობლები პერიოდულად ეხმარებიან, თუმცა მატერიალური სიდუხჭირის გამო, ყოველთვის არ აქვთ დახმარების შესაძლებლობა.

ჩვენ ვესაუბრეთ ლელა ალადაშვილს:

-როდის შეიტყვეთ ონკოლოგიური დაავადების შესახებ?

ლელა ალადაშვილი: შარშან მითხრეს, რომ მეორე სტადია მაქვს და გამიკეთეს ოპერაცია, რომელიც სახელმწიფომ დააფინანსა. ბოლო პერიოდში ისევ დამეწყო ტკივილები, ხშირად მიწევს „სასწრაფო დახმარების“ გამოძახება, რომელიც გამაყუჩებელს გამიკეთებს... წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთი მწარე ტკივილებია, რომ ვერ გავუძლებ.

-გამოკვლევის ფინანსური საშუალება არ გაქვთ, არა?

ლელა ალადაშვილი: დიაგნოსტიკას სახელმწიფო არ აფინანსებს, ხოლო მე სად უნდა ვიშოვო თანხა? თბილისშიც კი ვერ მივდივარ, რომ კლინიკაში გამოკვლევის კალკულაცია გავაკეთო. სოფლის ექიმმა მითხრა, რომ გამოკვლევა 2000 ლარი ჯდებაო. იცით, ჩემს ჯანმრთელობაზე მეტად მაღელვებს ჩემი ბიჭის მდგომარეობა. ძალიან ტკივა სახსრები, ფეხის ქუსლები... ხანდახან ერთად ვკვნესით და ვტირით ტკივილისგან.

-როგორია თქვენი შემოსავალი?

ლელა ალადაშვილი: სოციალური შემწეობა - 150 ლარი. მეზობლები მეხმარებიან, ზოგი ლობიოს შემოგვიტანს, ზოგი - პურს და ვართ ასე...

-ეს თქვენი სახლია?

ლელა ალადაშვილი: ეს მშობლების სახლია. ქვედა სართულზე 2 ოთახია, ზემო სართული - სრულიად გამოუსადეგარია საცხოვრებლად. ჭერიდან წყალი ჩამოდის, ირგვლივ სინესტეა, არც კარია მწყობრში და არც ფანჯრები. ავეჯი არ გვაქვს, თუ არ ჩავთვლით პლასტმასის 2 სკამს, ძველ საწოლს და პატარა მაგიდას. დიდი ბოდიში ამას რომ ვამბობ, მაგრამ ...ტუალეტიც არ არის ეზოში და მეზობლებთან დავდივართ.

-ახლა შოთიკოს გავესაუბრები. რომელ კლასში სწავლობ და რაზე ოცნებობ?

შოთიკო: მე-5 კლასში ვსწავლობ. ჩემი ოცნებაა, რომ დედიკომ იცოცხლოს.

-ვინ გინდა გამოხვიდე?

შოთიკო: ჯარისკაცი, რომ სამშობლო დავიცვა.

-რაში ეხმარები დედას?

შოთიკო: დალაგებაში ვეხმარები, შეშას ვაპობ, წყალი მომაქვს...

-ფეხები ძალიან გტკივა?

შოთიკო: ხანდახან ძალიან მტკივა ქუსლები, სიარულიც კი არ შემიძლია.

-რომელი ნივთი გაგახარებს ყველაზე მეტად?

შოთიკო: ჩვენი ტელევიზორი ძველია და არ მუშაობს...დიდი პლაზმური ტელევიზორი კი გამახარებს!

მეგობრებო, ლელას და მის შვილს გადაუდებელი დახმარება ესაჭიროებათ! გაერთიანებული ძალებით ჩვენ ეს შეგვიძლია!

მოდით ვაჩუქოთ მათ მომავლის იმედი და დავეხმაროთ შეძლებისდაგვარად! ღმერთი იყოს თქვენი მფარველი!

თუ გაქვთ სურვილი, რომ პირადად მოინახულოთ ისინი, გაცნობებთ მათ მისამართს: თელავის რაიონი, სოფელი კონდოლი, ტელ.: 599 32 68 01.

თქვენ ასევე შეგიძლიათ მათ დასახმარებლად გადარიცხოთ თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ლელა ალადაშვილი) ან ფონდის საიტიდან: chernovetskyifund.ge.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42