რატომ ებღაუჭება პუტინი მადუროს რეჟიმს
მსოფლიო - 17:15, 02 May, 2019     1757
Financial Times-ის აზრით, თუ ნიკოლას მადუროს რეჟიმი უახლოეს მომავალში თუ არ შეიცვლება, ქვეყანას სასტიკი კრახი ემუქრება.

რამდენიმე დღის წინ მადურომ შესძლო კიდევ ერთხელ მოეგერიებინა ოპოზიციის ყველაზე მკვეთრი შემოტევა, თუმცა, ცხადი ხდება, რომ იგი გავლენებს კარგავს. ყოველდღიურად იმატებს არმიისა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა რიცხვი, რომლებიც ხუან გუაიდოსა და ოპოზიციის მხარეს გადადის. ვენესუელელებს ყელში ამოუვიდათ ის საყოველთაო სიღარიბე, რომლშიც ქვეყანა მადუროსა და მისი წინამორბედის, უგო ჩავესის რეჟიმებმა შეიყვანეს. მადუროს რეალურად ორი გამოსავალი დარჩა - ან ქვეყნის ტერიტორიის უსაფრთხო დატოვება, ან ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლისღვრა ფაქტიურად გარდაუვალია, აცხადებენ ექსპერტები.

ოდესღაც ვენესუელა ყველაზე მდიდარი ქვეყანა იყო ლათინურ ამერიკაში - მის წიაღშია ნავთობის უდიდესი მარაგი მთელს მსოფლიოში. და ამ ფონზე ქვეყანაში რამდენიმე წელია ჰიპერინფლაცია მძვინვარებს, სახეზეა ელექტროენერგიის მიწოდების, საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტის პრობლემები. ქბეყანა მოსახლეობის 10%-მა დატოვა.

ამასთან მადურო აშკარად უკანონო პრეზიდენტია. რუსეთის, ჩინეთისა და თურქეთის გარდა, სხვა ქვეყნებმა საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს, ხოლო ხუან გუაიდო კანონიერ მმართველად 50-ზე მეტმა ქვეყანამ აღიარა. ოპოზიციას მხარს, გამოკითხვების თანახმად მოსახლეობის 80% უჭერს მხარს. არ დაგვავიწყდეს, რომ გუაიდო პარლამენტის თავმჯდომარეა, სადაც მანდატების 2/3 ოპოზიციის ხელშია. მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ ვენესუელას კომპანებს და ოფიციალურ პირებს სანქციები დაუწესა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ისევე როგორც ასადის რეჟიმის შემთხვევაში, ვენესუელაშიც დემოკრატიული და ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ მიდის. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, ნიკოლას მადურო მზად იყო ქვეყნიდან გაქცეულიყო, მაგრამ რუსებმა გადაარწმუნეს და ისიც დარჩა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის დეკემბერში პუტინმა ვენესუელაში ორი მძიმე ბომბდამშენი ТУ-160 გააგზავნა, რომელთაც ბირთვული იარაღის გადატანის შესაძლებლობა აქვთ, ხოლო იანვარში მადუროს დაეხმარა 1,2 მილიარდი დოლარის ღირებულების ოქრო გაეყიდა. აპრილში ვენესუელაში 100 რუსი სამხედრო ინსტრუქტორი ჩავიდა, მათ შორის სპეცრაზმისა და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები.

თუმცა, პარალელურად ვრცელდება ხმები, რომ მოსკოვი უკვე აწარმოებს მოლაპარარაკებებს ვაშინგტონთან, მადუროსათვის უსაფრთხო კორიდორის გაკეთებაზე, მისი ვენესუელიდან უსაფრთხო ევაკუაციის მიზნით. უკვე სავარაუდო ადგილიც სახელდება - კუბა.

ექსპერტები იმ მიზეზებსაც ასახელებენ, თუ რატომ ებღაუჭება პუტინი ასე აქტიურად სახელგატეხილ მადუროს. მათი აზრით, მოსკოვს ამის გეოპოლიტიკური და ფინანსური მიზეზები აქვთ. უპირველეს ყივლისა, თავად პუტინის რეიტინგი ეცემა რუსეთში და მისთვის ნებისმიერი ავტორიტარი, ე.წ. "ჩაბეტონებული" მმართველის ჩამოგდება სახიფათო პრეცედენტია, რათა ეს "ინფექცია" შეიძლება რუსეთსაც მოედოს. ამასთან, ვენესუელას დაკარგვით რუსეთი მნიშვნელოვან პლაცდარმს კარგავს სამხრეთ ამერიკაში.

რუსეთისთვის მნიშვნელოვიანია ეკონომიკური საკითხებიც. ჩავესის რეჟიმის დროს ვენესუელა რუსეთსგან დიდძალ იარაღს ყიდულობდა, მათ შორის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს, თვითმფრინავებს და ტანკებს. 2006 წლის შემდეგ პუტინის "Роснефть"-მა ვენესუელას 16 მილიარდი დოლარის კრედიტები გამოუყო, რის საფასურსაც ქვეყანა ნავთობის მიწოდებით იხდის. ამასთან, "Роснефть"-ი ვენესუელის ნავთობმომპოვებელი საწარმოების დიდ ნაწილს ფლობს. ბუნებრივია პუტინს ეშინია, რომ დემოკრატიული და პროდასავლური მთავრობის მოსვლის შემდეგ ვენესუელა მას ვალს აღარ გადუხდის და პოლიტიკურთან ერთად მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელსაც დაკარგავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42