ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ სასტუმროს ნება მისცა არ მიიღოს რუსები, რომლებიც ყირიმის ანექსიას არ დაგმობენ
მსოფლიო - 19:41, 01 May, 2019     1249
ჩეხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არ მიიჩნია დისკრიმინაციულად ოსტრავში მდებარე სასტუმრო Brioni-ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, იმასთან დაკავშირებით, რომ სასტუმროში განთავსებაზე უარი ეთქვათ რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც წერილობითი ფორმით არ დაგმობენ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას.


2014 წლის აპრილში სასტუმრო Brioni Boutique Hotel-ში გამოაკრეს განცხადება , რომელშიც ნათქვამი იყო, რომ რუსებს არ შეეძლოთ ამ სასტუმროში გაჩერება, თუ ისინი შესაბამის განცხცადებას არ მოაწერდნენ ხელს. ამის შემდეგ სავაჭრო ინსპექციამ სასტუმრო 50 ათასი კრონით დააჯარიმა მომხმარებ ლის დისკრიმინაციის გამო. სასტუმრომ ამის გამო სასამართლოში იჩივლა, საქალაქო და უზენაესმა სასამართლოებმა სასტუმროს სარჩელი არ დააკმაყოფილეს, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ შეცვალა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ მომხმარებლები წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულები მომსახურეობის პირობებზე და შეეძლოთ სხვა სასტუმროს არჩევა,

საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით სასტუმროს ადმინისტრაციას სურდა თავისი პოზიციის გამოხატვა, რათა „ნაწილობრივ მაინც მოეხდინა გავლენა მათზე, ვინც რუსეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს.“ სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ სასტუმროს მოქმედება „შეესაბამებოდა ჩეხეთის როგორც საგარეო პოლიტიკას, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკასაც.“

უზენაესმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში იაროსლაბ ჰაშეკის რომანიდან „ყოჩაღი ჯარისკაცი შვეიკი და მისი თავგადასავალი“ მოახდინა ციტირება, სადაც სამიკიტნოს პატრონი პალივცი ამბობს „სტუმარი სტუმარია, თურქიც კი.“. ამის საპასუხოდ საკონსტიტუციო სასამართლომ კარელ ჩაპეკის პიესა „თეთრი ჭირი“ გამოიყენა სადაც ექიმი გალენი უარს ამბობს თავისი წამალი, ისეთ ადამიანებს მისცეს, რომლენსაც ომის შეჩერება შეეძლოთ, მაგრამ ეს არ გააკეთეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42