"ქართული მარშის" წარმომადგენელმა სანდრო ბრეგაძის თქმით, ის მომღერლები, რომლებიც საპატრიარქოს დაგეგმილ კონცერტზე უარს ამბობენ მართლმადიდებლობის მტრებად უნდა გამოცხადნენ.
მისივე თქმით, ასი ათასობით ადამიანი დაიკავებს თბილისის ქუჩებს, რათა გეიაღლუმი არ ჩატარდეს.
"ის მომღერლები, რომლებიც საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ კონცერტს უარს გამოუცხადებენ და პროტესტის ნიშნად არ მიიღებენ მონაწილეობას, ეს ადამიანები უნდა გამოცხადდნენ ეკლესიისა და მართლმადიდებლობის მტრებად. რაც არ უნდა მოხდეს და რა პროცესებიც არ უნდა განვითარდეს, ჩვენს ქვეყანაში გეიაღლუმი არ ჩატარდება. ჩვენ უახლოეს დღეებში ველოდებით საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებას და მიმართვას გეიაღლუმთან დაკავშირებით. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ საპატრიარქოს პოზიცია იქნება მკაფიო და რადიკალური" - აღნიშნა სანდრო ბრეგაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






