პუტინთან კამათისას ლუკაშენკომ სკამი ისროლა... 9 მაისს მოსკოვში აღლუმზე ჩასვლაც გადაიფიქრა - ბელორუსის და რუსეთის გაერთიანება
მსოფლიო - 12:46, 01 May, 2019     18104
ბელორუსული ოპოზიციური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ პეკინში მიმდინარე სამიტი ვლადიმირ პუტინთან კონფლიქტის გამო დროზე ადრე დატოვა.


ბელორუსის მმართველის თვითმფრინავი 26 აპრილს ჩინეთიდან გამოფრინდა და მინსკისკენ გაემართა, ლუკაშენკო ოფიციალური შეხვედრების დასრულებას არც კი დაელოდა.

თვითმფრინავის გადაადგილება დასტურდება PlaneFinder-ის საიტზეც, რომელიც თვითმფინავების მოძრაობას აკონტროლებს. იქ ნაჩვენებია, რომ ბორტი EW-001PB მინსკში 26 აპრილს ღამით გაფრინდა.

„ლუკაშენკომ გამოტოვა შაბათს დაგეგმილი ყველა ღონისძიება. ეს იყო პასუხი პუტინის მიერ მის შეურაცხყოფაზე, რადგან რუსეთის პრეზიდენტმა მასთან შეხვედრას თავი აარიდა.“- განაცხადა ჟურნალისტმა სერგეი დოენკომ ლუკაშენკოს ქმედებასთან დაკავშირებით.

ამავე დროს Twitter-ზე და Facebook-ზე მომხმარებლები ლუკაშენკოს დემარშის სხვა ვერსიასაც განიხილავენ.

„პეკინში პუტინთან კამათისას ლუკაშენკომ სკამი ისროლა, სასტუმროში შევლის გარეშე გაემართა აეროპორტში, ჩინეთის მეთაურმა ღონისძიება შეაჩერა, დაურეკა ლუკაშენკოს, თუმცა მან არ უპასუხა, ლუკაშენკო მინსკში გაფრინდა და 9 მაისს მოსკოვში აღლუმზე ჩასვლაზაც გადაიფიქრა.“

„პეკინში ვიზიტისას, პუტინთან მოკლე, მაგრამ დაძაბული შეხვედრის დროს ლუკაშენკომ სკამი გატეხა, სწრაფად დაბრუნდა მინსკში და მოსკოვის ე.წ „თხუნელების“ დაკავება დაიწყო. დაპატიმრებულია უშიშროების საბჭოს მდივნნის მოადგილე ანდრეი ვტიურინი და ბელტელეკომის ხელმძღვანელი. „ბატკა“ საბოლოოდ მიხვდა, რომ „ან ყველაფერი, ან არაფერი“.- წერენ ინტერნეტმომხმარებლები. რუსეთმა უკან გაიქვია ბელორუსში რუსეთის ელჩიც, გავრცელებული ინფორმაციით, ეს ლუკაშენკოს მოთხოვნა იყო.

შეგახსენებთ, ბოლო დროს მინსკსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა დაიძაბა. რუსეთი პრაქტიკულად ღიად მოითხოვს „სახელმწიფოთა კავშირის“ შექმნას ბელორუსთან, რაც დე ფაქტო ნიშნავს ბელორუსის ანექსიას. აღნიშნული შეთანხმება 1999 წელს არის დადებული , თუმცა გასული წლიდან რუსეთმა ბელორუსს ამ შეთანხმების შესრულება მოსთხოვა, როგორც უცხოური მედია წერს, რუსეთის და ბელორუსის გაერთიანებას კრემლში განიხილავენ, როგორც პუტინის ხელისუფლების შენარჩუნების შესაძლებლობას 2024 წლის შემდეგაც, როცა მას მეორე საპრეზიდენტო ვადა დაუსრულდება. პუტინი იქნება სახელმწიფოთა კავშირის მეთაური და თან ამით არც რუსეთის კონსტიტუციას არ დაარღვევს. ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ კრემლმა ლუკაშენკოს ქვეყნების გაერთიანების სანაცვლოდ, ახალი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრობა შესთავაზა. ამასთან როგორც უცხოური მედია წერს, რუსეთთან გაერთიანების წინააღმდეგ გამოდის ბელორუსის მოსახლეობის უმრავლესობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42