2018/19 წლის სამთო-სათხილამურო სეზონის შეჯამება
საზოგადოება - 10:36, 01 May, 2019     425

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ 2018/2019 წლის სამთო-სათხილამურო სეზონი დაასრულა. სეზონი კი 128 დღე გაგრძელდა.

სამთო-სათხილამურო კურორტებზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებამ ხელი შეუწყო ვიზიტორების ზრდას. დაარსებიდან დღემდე გუდაურმა რამდენიმე მილიონ ტურისტს უმასპინძლა და ამ ხნის მანძილზე აღმოსავლეთ ევროპის ზამთრის კურორტებში მოწინავე ადგილი დაიკავა. კურორტზე ექვსი ახალი საბაგირო აშენდა, ასევე ორ საბაგიროს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. ახალი საბაგიროების მშენებლობით გუდაურში 3.5-ჯერ გაიზარდა გამტარუნარიანობა, რაც იმას ნიშნავს, რომ საბაგიროთი გაცილებით მეტი მოთხილამურე რიგების გარეშე სარგებლობდა. დამატებითი საბაგიროების მშენებლობასა და არსებულის რეკონსტრუირებასთან ერთად, სასრიალო არეალიც 20%-ით გაიზარდა.

გუდაურიში, ბაკურიანში, სვანეთსა და გოდერძიზე დამონტაჟებული ავსტრიული კომპანია „სკიდატას“ უკონტაქტო გამშვები პუნქტები, საშუალებას იძლევა ზუსტად მოხდეს ვიზიტორების რაოდენობის დათვლა.

ბოლო წლებში საქართველოში საგრძნობლად მოიმატა როგორც ადგილბრივ, ისე საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ. 2011/2012 - 2018/2019 წლებში ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, სვანეთი) 578 % -ით გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა.

2017-2018 წლების ზამთრის სათხილამურო სეზონთან შედარებით წელს ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად მომატებულია. ვიზიტორების რაოდენობა 15% -ით არის გაზრდილი.

კურორტ გუდაურში 2018/2019 წლის სათხილამურო სეზონი გასულ წელს, რომ შევადაროთ ვიზიტორების რაოდენობა 19 %-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ბაკურიანს, 2018/2019 წლის სეზონის მაჩვენებლებით, 2017/2018 წლებთან შედარებით ვიზიტრების რაოდენობამ 20 %-ით მოიმატა.

მაღალმთიან აჭარაში, კურორტი გოდერძი მეოთხე წელია მასპინძლობს დამსვენებლებს. 2018/2019 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონი, გასულ წელს რომ შევადაროთ, 43%-ით გაზარდა ვიზიტორების რაოდენობა, გოდერძის სათხილამურო კურორტზე 14758 ვიზიტორი გახლდათ.

სვანეთში, კურორტ თეთნულდზე 2018/2019 წლის სათხილამურო სეზონი 2017/2018 წელს რომ შევადაროთ ვიზიტორების რაოდენბა 17%-ით, ხოლო ჰაწვალზე 13%-ით არის გაზრდილი. თეთნულდსა და ჰაწვალს ჯამში 41499 ვიზიტორი ეწვია. კურორტი განვითარების პროცესშია და უდიდესი პოტენცილი აქვს, ტურისტებს კი ოთხივე სეზონის განმავლობაში უმასპინძლებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42