ჯერარდი: „ზიდანს მოედანზე ყველაფერი შეეძლო“
სპორტი - 16:23, 07 Nov, 2012     678



- თქვენს კარიერაში რომელი მომენტი მიგაჩნიათ საუკეთესოდ?
- 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი სტამბულში.
- კარიერის დასრულების შემდეგ დარჩებით ფეხბურთში?
- იმედია.“ლივერპულში“ დიდი ხნით დარჩენას ვისურვებდი.
- „ლივერპულის“ მწვრთნელი რომ იყოთ, რომელ პოზიციაზე დააყენებდით თქვენს თავს?
- შემტევი ნახევარმცველის.
- ვის თვლით საუკეთესო თავდამსხმელად, ვისთანაც ერთ გუნდში გითამაშიათ?
- ლუის სუარესს.
- ფეხბურთელის გარდა, რომელ პროფესიას მიანიჭებდით უპირატესობას?
- გავხდებოდი გოლფის პროფესიონალი მოთამაშე.
- რომელი უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის, „ლივერპულის“ კაპიტნის სამკლაური თუ ნაკრების?
- ჩემთვის ერთიც და მეორეც ძალიან ბევრს ნიშნავს.
- თქვენი რომელი გოლი მიგაჩნიათ საუკეთესოდ „ლივერპულის“ მაისურში?
- ბურთი „ვესტ ჰემის“წინააღმდეგ ინგლისის თასის ფინალში. ეს სწორედ დროული და საჭირო გოლი იყო.
- თქვენს წინააღმდეგ მოთამაშე ფეხბურთელთა შორის,რომელი მიგანიათ საუკეთესოდ?
- ზიდანი,მას მოედანზე ყველაფერი შეეძლო.
- „ლივერპულის“ ყოფილ ფეხბურთელთა შორის, ვის დაბრუნებას ისურვებდით?
- ხაბი ალონსოს.ის საუკეთესო ნახევარმცველია, ვისთანაც ოდესმე მითამაშია. მასთან ერთად თამაში მენატრება.
- თქვენი ჩათვლით, ვის დააყენებდით ინგლისის საოცნებო ნაკრების ნახევარდაცვაში?
- სკოულზს, ბექჰემს და მაკმანამანს.
- რომელი უფრო მეტად გაგიხარდათ: პრემიერლიგაში დებიუტი, პირველი გოლი თუ მეექვსასე მატჩი?
- სადებიუტო მატჩი „ლივერპულში“.
- კარიერის რომელი მომენტის ხელახლა განცდას ისურვებდით?
- სტამბული - 2005. ეს იყო საუკეთესო ღამე ჩემს ცხოვრებაში.
- რას გრძნობ, როდესაც ასე იგებ ჩემპიონთა თასს?
- ეს წარმოუდგენელი გრძნობაა. მისი ღწერა ძალიან ძნელია.
- რომელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, რომელთანაც არ გიმუშავიათ, ისურვებდით თამაშს?
- მაურინიო განსაკუთრებულია.
- მატჩებამდე რომელ მუსიკას უსმენთ?
- ბევრ რამეს ვუსმენ, მაგრამ ჩემი რჩეულია – «Dakota» Stereophonics.
- პრემიერლიგის გარდა, რომელ ჩემპიონატებს ადევნებთ თვალს?
- ლა ლიგას, სერია ა-ს და ბუნდესლიგას.
- თქვენს კარიერაში ყველაზე მეტად რითი ამაყობთ?
- მედლებითა და ტიტულებით.
- რა უნდა გახსოვდეს, რომ მიაღწიო ოცნებას?
- ეცადე ყოველი მომდევნო დღე უკეთესად გაიარო და ასე გააგრძელე სინანულის გარეშე.
- რომელთან თამაშს უფრო ისურვებდით, მესისთან თუ რონალდუსთან? და რატომ?
- ორივესთან ვისურვებდი. მაგრამ თუ მაინც არჩევანს გავაკეთებთ, მაშინ მესისთან. ის გენიაა.
- გუნდის წვრთნებზე ყველაზე მეტს ვინ ხულიგნობს?
- სუარესი. მკაცრი სასჯელივითაა.
- როდესაც „ლივერპულთან“ პირველი კონტრაქტი გააფორმეთ, რა მიზნებს ისახავდით? ელოდით, რომ აქ ამდენ ხანს დარჩებოდით?
- ჩემი მიზანი იყო - გუნდის ნაწილი გავმხდარიყავი. და, რა თქმა უნდა, არ ველოდი თუ აქმდე მოვიდოდი.

 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42