ჟურნალისტი ვანო პავლიაშვილი „ტვ პირველის“ ეთერში პანკისის მოვლენებზე საუბრობს.
მისი თქმით პანკისელებისელები მთელი წელი ითხოვდნენ კომუნიკაციას ხელისუფლებისგან, მაგრამ არავინ დალაპარაკებია მათ.
ვანო პავლიაშვილი აცხადებს, რომ 2012 წლის არჩევნებამდე ამზადებდნენ ფილმს, თუ როგორი ცუდი იყო ჰესები .
„მე არც ერთი და არც მეორე მხარის პოზიცია არ ვიზიარებ. მე ვარ ერთადერთი ჟურნალისტი, რომელიც ჰესებზე მუშაობდა. ეს პრობლემა ახალი არ არის. ის რაც მოხდა კვირას არის ცუდი პრეცენდენტი. ეს ადმიანები მთელი წელი ითხოვდნენ ახსნას, თუ რა მოჰყვებოდა ჰესის მშენებლობას. ამ ადამიანებთან არავის ჰქონდა კომუნიკაცია“ - ამბობს პავლიაშვილი.
ვანო პავლიაშვილი თქმით, 2012 წლის არჩევნებამდე ამზადებდნენ ფილმს, რომ ჰესები იყო ცუდი და უნდა აშენებულიყო.
„თუ გახსოვთ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების წინ. მე-9 არხი ამზადებს ფილმს თუ როგორია ჰესები და არ უნდა აშენდეს. ფილმის რეჟისორი იყო ლაშა კოტრიკაძე და „იუთუბიზეც“ დევს . თუ ჰესები იყო 2012 ლის პირველ ოქტომბრამდე ცუდი,ახლა რატომ გახდა კარგი. მე ვუსმინე პანკისელებს და ამბობენ, რომჩვენ შეგვეძლო პროტესტის გამოხატვა უფრო დემოკრატიული გზით და არა ქვებით და აშ. ადამიანებს არ უსმენენ. ამ შემთხვევაში ხდება პოლიტიკური პასუხისმგებლობა, არა მარტო კონკრეტული მინისტრის, არამედ ყველასი. ეს პრობლემა დიდი ხანია არსებობს. მე გადაცემას როცა ვაკეთებდი შევთავაზე უხუცესთა საბჭოს წევრებს გადაცემაში მონაწოლეობა. რაოდენ გასაკვირიც იყო არც ერთმა მათგანმა მონაწილეობა არ მიიღო.დადიოდა ხმები ხელისუფლების წარმომადგენლები ვიღაცეებს არწმუნებენ , რომ ჰესები კარგია. ეს ახალგაზრდები ამბობენ ერთ რამეს აგვიხსენით გაგვარკვიეთ რა გველის. აქ პრობლემა უფრო მრავალწახნაგოვანია, ვიდრე კვირას მომხდარი“ - ამბობს პავლიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






