"ყაზტრანსგაზ თბილისი" წინასააღდგომოდ მოსახლეობას აფრთხილებს!
საზოგადოება - 10:07, 25 Apr, 2019     1340

ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მომხმარებლებს, რომლებიც ქალაქიდან გასვლასა და საცხოვრებელი ბინების რამდენიმე დღით დაკეტვას გეგმავენ, კომპანია სთხოვთ, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ გაზდანადგარებისა და ბუნებრივი აირის მილის ონკანის სწორად დაკეტვისას.

ბოლო პერიოდში გახშირდა საცხოვრებელ სახლებში, მათ შორის ძირითადად დაკეტილ ბინებში, გაზის ონკანების ღია მდგომარეობაში და გაზის დანადგარების უყურადღებოდ დატოვების ფაქტები. ერთ-ერთი მსგავსი შემთხვევა, როგორც იცით, ორი დღის წინ მოხდა, როდესაც დაკეტილ ბინაში მობინადრის მიერ უყურადღებოდ დატოვებული გაზის დანადგარის გამო საცხოვრებელ კორპუსს აფეთქების საშიშროება შეექმნა. ასევე, მცხოვრებთა ნაწილმა, მიუხედავად იმისა, რომ წინა საღამოს იგრძნო სადარბაზოში გაზის სუნი, მხოლოდ მეორე დღეს, დილით შეატყობინა კომპანიის საავარიო სამსახურს. „ყაზტრანსგაზ თბილისის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფის სწორად და დროულად განხორციელებული სამუშაოების შედეგად კორპუსი აფეთქებას გადაურჩა.

დასვენების დღეების მოახლოებასთან ერთად, მოსახლეობის დიდი ნაწილი, ტრადიციულად, დედაქალაქიდან რეგიონებში მიემგზავრება. ამიტომაც კიდევ ერთხელ შეგახსენებთ და მოგმართავთ, თხოვნით, გამოიჩინოთ მაქსიმალური ყურადღება - შეამოწმოთ და გადაკეტოთ გაზის ონკანები და დანადგარები, რათა სახლიდან გასვლის წინ გამორიცხოთ შესაძლო საფრთხეები.

„ყაზტრანსგაზ თბილისი“, ასევე, გაცნობებთ, რომ სადღესასწაულო დღეებში კომპანიის სწრაფი რეაგირების სამსახური საგანგებო რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში იმუშავებს. შეგახსენებთ, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, თქვენს საცხოვრებელ ბინაში გაზის ხელსაწყოების უსაფრთხო მოხმარებაზე პასუხისმგებელი ხართ თქვენ. გაუფრთხილდით საკუთარ და მეზობლების სიცოცხლეს.

„ყაზტრანსგაზ თბილისი“ წინასწარ გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს, გისურვებთ ბედნიერ და უსაფრთხო უქმეებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42