ბაქოს სასამართლომ გაზეთისა და საიტის „თალიში სადო“-ს რედაქტორს, ჰილალ მამედოვს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მამედოვი ცნობილია როგორც ინტერნეტში პოპულარული ვიდეორგოლის „დავაი, დო სვიდანიას!“ ავტორი. ჰილალი დამნაშავედ ცნეს შემდეგ მუხლებში: „სახელმწიფოს ღალატი“, „ეროვნული, რასობრივი და რელიგიური დაპირისპირების ხელშეწყობა“ და „დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა, შენახვა, გადაზიდვა“.
მამედოვის ადვოკატები აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია და ისინი მიმართავენ აპელაციას.
მამედოვი წელიწადნახევრის წინ დააპატიმრეს, სასამართლო 9 თვეს გაგრძელდა.
გენპროკურატურისა და აზერბაიჯანის შსს-ს მონაცემებით, მამედოვს დაკავებისას 33 გრამი ჰეროინი აღმოაჩნდა. გამოძიება ასევე მიიჩნევს, რომ მამედოვი 1992 წლიდან ირანის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა, მოქმედებდა აზერბაიჯანის სუვერენიტეტის და უსაფრთხოების წინააღმდეგ, რისთვისაც რეგულარულად იღებდა მატერიალურ გასამრჯელოს.
მასალის გამოყენების პირობები






