ლევან მახარაშვილის თქმით, ბაგრატიონი საგამოძიებო უწყებიდან გამოკითხვაზე დაბარებას ელოდება.
ადვოკატი აღნიშნავს, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ყოფილი ცოლი მიზანმიმართულად ავრცელებს ცრუ და ღირსებისშემლახველ ცნობებს.
„დავით ბაგრატიონს არასოდეს მიუყენებია არანაირი ფიზიკური დაზიანება არათუ ყოფილი მეუღლისთვის, არცერთი პირისათვის. ეს ყველაფერი ემსახურება მხოლოდ მის დისკრედიტაციას. შეჯამებისთვის ფაქტები რომ დავაკავშიროთ უცნაურად ემთხვევა ქრონოლოგიურად ამ განცხადების შეტანა პოლიციაში საქალაქო სასამართლოს მიერ უარის თქმა იგივე მხარის მიერ შეტანილ სარჩელზე, ეს არის ერთიანი კამპანიის მხოლოდ ნაწილი. რა სიურპრიზებს უნდა ველოდოთ ჩვენ იმ მხარისგან უცნობია, თუმცა დარწმუნებული ვართ ჩვენს სიმართლეში, დარწმუნებული ვართ იმაში, რომ გამოძიება იქნება ობიექტური და ამ სიმართლის დამტკიცებას შევძლებთ,“-განაცხადა ლევან მახარაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






