"სამართალდამცავები გამომწვევად იქცეოდნენ, ბიჭებს ეძახდნენ, თუ მაგარი ბიჭები ხართ, მოდითო"- პანკისის მკვიდრი ხეობაში მომხდარ მოვლენებზე
საზოგადოება - 23:07, 23 Apr, 2019     864
პანკისის მკვიდრმა, ლუიზა მეთოშვილმა ხეობაში მომხდარი მოვლენები გადაცემა „არჩევანში“ შეაფასა და განაცხადა, რომ მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მოსახლეობასაც ეკისრება და ხელისუფლებასაც.

მისი თქმით, მოსახლეობა ერთი წელი ითხოვდა სპეციალისტების ჩართულობით დისკუსიას, რომ დარწმუნებულიყო ჰესის მშენებლობის უსაფრთხოებაში. თუმცა, ხელისუფლება პანკისში შევიდა სპეცრაზმით.

„ინციდენტი, რომელიც მოხდა აქციის დროს სოფელ ძიბახევში, ჩვენ თვითკრიტიკულები ვართ ამ ნაწილში და მივიჩნევთ, რომ ის პროტესტის ფორმა, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო გამოყენებული, შეიძლებოდა, გაცილებით დემოკრატიული ყოფილიყო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მთელი ამ პროცესის დაკვირვება და იმაზე მსჯელობა, როგორც ჩვენი მხრიდან, ასე მთავრობის მხრიდან და კომპანიის მხრიდან, რამ მიიყვანა ზოგადად მოსახლეობა, ამ ფორმით გამოეხატა თავიანთი პროტესტი,“ - განაცხადა ლუიზა მუთოშვილმა.

ლუიზა მუთოშვილის თქმით, საჭირო არ იყო სპეცრაზმის გამოყენება. მისი ინფორმაციით, მოსახლეობა მხოლოდ იმას ითხოვდა, რომ ჰესის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს გასაუბრებოდა.

მისივე თქმით, ორი დღის წინ სპეცრაზმმა მოახდინა მოსახლეობის პროვოცირება. ლუიზა მუთოშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცოდა პანკისელების ხასიათი და იცოდა ისიც, რა ტიპის პროტესტი შეიძლება, ამას მოჰყოლოდა. აქედან გამომდინარე, ლუიზა მუთოშვილი ფიქრობს, რომ ადგილობრივების პროვოცირებით მთავრობამ საზოგადოებას დაანახა, თუ როგორი მოსახლეობა ცხოვრობს პანკისის ხეობაში და ის, რომ მათთან ძალის მიერი მეთოდებით საუბარია აუცილებელია.

"დაგვანახეს ძალა. გამომწვევად იქცეოდნენ. ბიჭებს ეძახდნენ, თუ მაგარი ბიჭები ხართ, მოდითო,“ - განაცხადა ლუიზა მუთოშვილმა.

ლუიზა მუთოშვილი აცხადებს, რომ, თუკი მასობრივი დაკავებები დაიწყება, მაშინ პანკისის ხეობის ყველა მკვიდრი ჩავა თელავში და მოითხოვს, რომ ყველა დააკავონ, რადგან ხეობის დაცვაში ყველა იყო ჩართული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42