თსუ-ში დღეს ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი გაიხსნება
საზოგადოება - 09:42, 24 Apr, 2019     950

24 აპრილს, 11.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი გაიხსნება. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, ევროპის აკადემიის პრეზიდენტი სირდ ქლოეთინგი, ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის დირექტორი დავით ფრანგიშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. ღონისძიების ფარგლებში ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის დაფუძნების თაობაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ევროპის აკადემიას შორის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმს მოეწერება ხელი.

Academia Europaea -ს რეგიონული ცენტრის გახსნა საქართველოში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და აკადემიური საკითხია, რადგან ცენტრი დაეხმარება საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას ევროპის მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სივრცესთან დაახლოებაში და ხელს შეუწყობს ქვეყანას ევროინტეგრაციის მიმართულებით სვლაში.

ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით, 22-27 აპრილს თსუ-ში შედგება Academia Europaea -ს ცენტრალური მმართველობის, ევროპული რეგიონული ჰაბებისა და სამეცნიერო საბჭოს წევრების საქმიანი ვიზიტი. ცენტრი შეეცდება განავითაროს და განავრცოს სამეცნიერო კვლევისა და აკადემიური ცოდნის უმაღლესი ხარისხის სტანდარტები მეცნიერების ყველა დარგში.

ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრი წარმოადგენს „აკადემია ევროპეას“ რეგიონული ცენტრების ქსელის ნაწილს და ხელს შეუწყობს მეცნიერების მენეჯმენტში ევროპული მიღწევების გამოყენებას ეროვნული და რეგიონული პოლიტიკის წარმოებისათვის, საერთაშორისო სააგენტოებთან კოორდინირებული მუშაობისთვის, ინტერდისციპლინური და საერთაშორისო უმაღლესი ხარისხის სამეცნიერო კვლევების, ცოდნისა და განათლების წახალისებისათვის. თბილისის ცენტრი მეცნიერებათა ევროპული აკადემიის რეგიონული ცენტრების ქსელის მეხუთე წევრია.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი, დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული ევროპული აკადემიისა (Academia Europea) და თსუ-ს ერთობლივი ინიციატივით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი მხარდაჭერით იხსნება.

თსუ-ში ევროპის აკადემიის რეგიონული ცენტრის გახსნის გადაწყვეტილება „აკადემია ევროპეას“ მმართველი საბჭოს წევრებმა ბარსელონაში გასულ წელს ყოველწლიურ შეკრებაზე ერთხმად მიიღეს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მეორე სართული, მუზეუმი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42